ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი | ||
---|---|---|
სრული სახელი | Ordre d'Adolphe de Nassau | |
დევიზი | VIRTUTE | |
ქვეყანა | ლუქსემბურგი | |
ტიპი | ორდენი | |
სტატუსი | მიენიჭება | |
სტატისტიკა | ||
დაწესების თარიღი | 1858 წელი 8 მაისი (1858—1866 წწ. ნასაუს სახლის ორდენი, 1890 წლიდან ლუქსემბურგის ორდენი) | |
რიგითობა | ||
მაღალი ჯილდო | ნასაუელი სახლის ოქროს ლომის ორდენი | |
დაბალი ჯილდო | მუხის გვირგვინის ორდენი |
ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი (Ordre d’Adolphe de Nassau) — დიდი ლუქსემბურგის საჰერცოგოს სახელმწიფო ჯილდო. თავდაპირველად შექმნილი იყო ადოლფ ნასაუელის მიერ როგორც ნასაუს საჰერცოგოს ორდენი და სახელი მისი სეხნიას ადოლფ, ნასაუ-ველბურგის გრაფის პატივსაცემად დაერქვა, ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, გერმანიის ყოფილი მეფე. პრუსიის საჰერცოგოს ანექსიის შემდეგ 1866 წელს ორდენის მინიჭება შეწყდა, მაგრამ განახლებული იყო 1890 წელს, ადოლფ ლუქსემბურგელის დიდ ჰერცოგად შერქმევის შემდეგ როგორც სახელმწიფო ჯილდო.
„ნასაუელი ადოლფის სამოქალაქო და სამხედრო ღისების ორდენი მიენიჭება, სახელმწიფო მეთაურების გარდა, იმას ვინც ნაყოფიერად ემსახურება ჰერცოგს, ჰერცოგის სამფლობელოს და ლუქსემბურს, ისევე როგორც ჰერცოგის და მისი სახლის ერთგულებისთვის. ასევე ორდინი აღნიშნავს იმათ დამსახურებას, ვინც მიაღწია წარმატებას მეცნიერებებში და ხელოვნებაში, როგორც ლუქსემბურგის მაცხოვრებელი ასევე უცხოელი, აღირების სიმბოლოს სახით.“[1]
უცხოელებისთვის ჯილდოს გაცემისას საჭიროა მათი მშობელი სახელმწიფოს დასტური. ორდენი ასევე დიპლომატიური ხარისხით გამოიყენება. მეორე მსოფლიო ომში იგი გადაეცემოდა მოკავშირეთა ოფიცრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ლუქსემბურგის განთავისუფლებისთვის, თუმცა საჰერცოგოს პატარა ზომის გამო და მათ ტერიტორიაზე ნაკლები საომარი ვითარების გამო, ეს ბევრად იშვიათად ხდებოდა ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ორდენის დებულება ამბობს, რომ სამფლობელოს პრინცები და პრინცესები დიდ ჯვარს ფლობენ დაბადებიდან, თუმცა არ ატარებენ მათ სრულწლოვნობამდე.
ორდენს გააჩნია რვა დონე, ასევე ორი ჯვარი და სამი მედალი:
დიდი ჯვარი |
გრანდ-ოფიცერი |
გვირგვინის მეთაური |
მეთაური/ საპატიო ჯვარი ქალბატონებისთვიდ |
გვირგვინის ოფიცერი |
ოფიცერი |
გვირგვინის რაინდი |
რაინდი |