ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა | |
---|---|
ემბლემა | |
დაარსდა | 1992 (როგორც საქართველოს საჰაერო ძალები) |
ქვეყანა | საქართველო |
ტიპი | სამხედრო-საჰაერო ძალები |
ნაწილი | საქართველოს თავდაცვის ძალები |
შტაბ-ბინა | ალექსეევკა, თბილისი |
დღესასწაულები | 19 სექტემბერი |
მეთაურები | |
მთავარსარდალი | პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
თავდაცვის მინისტრი | ჯუანშერ ბურჭულაძე |
თავდაცვის ძალების მეთაური | გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი[1] |
სარდალი | სერგო ნინუა |
განმასხვავებელი ნიშნები | |
ნიშანი | |
დროშა |
საქართველოს თავდაცვის ძალები |
---|
საქართველოს დროშა თავდაცვის ძალების ემბლემა |
აღმასრულებელი |
თავდაცვის სამინისტრო |
შტაბი |
თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი |
სამხედრო სარდლობები |
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობა
|
ფუნქციური საბრძოლო სარდლობები |
სპეციალური ოპერაციების ძალები
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა
|
თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტები და ორგანიზაციები |
სია
|
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა (ყოფილი საქართველოს საჰაერო ძალები, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები) — საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო ძალა. 1992 წელს შეიქმნა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. 2016 წელს, თავდაცვის ძალების რეფორმის შემდეგ გარდაიქმნა თავდაცვის ძალების სარდლობად.[2]
სამხედრო-საჰაერო ძალების ჩამოყალიბება დაიწყო 1991-1992 წწ საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად. 1992 წლის 1 იანვარს შეიქმნა სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო. 1992 წელს მიღებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ კანონი, რომელმაც განსაზღვრა საჰაერო ძალების როლი რესპუბლიკის თავდაცვაში. 1995 წლის 27 აპრილს სსძ-ს გვარდიის სამმართველოს შვეულმფრენთა საავიაციო პოლკი შეუერთდა, ამ დროისთვის საჰაერო ძალებში უკვე ირიცხებოდა 1,000 კაცი. 1997 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ახალი კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“, რომელმაც ხელახლა განსაზღვრა სამხედრო-საჰაერო ძალების ადგილი სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზებაში.[3] 2001 წლის საკანონმდებლო ცვლილებით სამხედრო-საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ჯარები გაერთიანდა[4], ხოლო 2010 წელს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები, როგორც შეიარაღებული ძალების შემადგენლი სახეობა გაუქმდა[5] და სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების სახით[6]. გაუქმებამდე მის შემადგენლობაში იყო 1,813 სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი, 22-მდე სამხედრო თვითმფრინავი (სუ-25КМ/УБ, L-39, იაკ-52), 11 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი (მი-24, მი-8, UH-1H, მი-2) და 380 საჰაერო თავდაცვითი რაკეტა კლასი „მიწა-ჰაერი“.
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები (1992-2010) | |
---|---|
საქართველოს საჰაერო ძალების დროშა | |
აქტიური | 1991-2010 |
ქვეყანა | საქართველო |
შემადგენლობა | საქართველოს შეიარაღებული ძალები |
რაოდენობა | 2,500 პერსონალი 42 თვითმფრინავი |
ბაზირების ადგილი | ალექსეევკა, თბილისი |
ბრძოლები | რუსეთ-საქართველოს ომი 2008 |
განმასხვავებელი ნიშნები | |
ემბლემა | |
საფრენი აპარატები | |
მოიერიშე | სუ-25 |
ვერტმფრენი | მი-8, UH-1H |
მოიერიშე ვერტმფრენი | მი-24, მი-35 |
სავარჯიშო | იაკ-52, L-39 |
სატრანსპორტო | ან-2 |
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენელი ნაწილი 1992-2010 წწ, რომლის დანიშნულებაც იყო საქართველოს სამხედრო ძალების სხვა სახეობებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, აგრეთვე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება. სამხედრო-საჰაერო ძალებში გაუქმებამდე ირიცხებოდა 1 813 პერსონალი და მის განკარგულებაში იყო სხვადასხვა ტიპი სამხედრო-საჰაერო ტექნიკა. სამართლებრივი საფუძველი იყო საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 22 დეკემბრის კანონი „საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის შესახებ“ და შემდგომ საქართველოს 1997 წელის 31 ოქტომბრის კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“. ამჟამად, საქართველოს სსძ, მთელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პერსონალით, გარდაქმნილია სახმელეთო ჯარების საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადებად.
თვითმფრინავი | წარმოშობა | ფუნქცია | ვარიანტები | გამოყენებაში | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|---|---|
გამანადგურებელი თვითმფრინავი | ||||||
სახმელეთო-მოიერიშე თვითმფრინავი | ||||||
სუ-25КМ სკორპიონი | სსრკ / ისრაელი / საქართველო | მოიერიშე | სუ-25КМ სუ-25УБ |
12 | ||
სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის თვითმფრინავი | ||||||
ან-2 | სსრკ პოლონეთი |
სერვისის თვითმფრინავი | ან-2 | 10 | ||
ან-24 | სსრკ | ტაქტიკური ტრანსპორტი | ან-24 | 2 | ||
ან-32 | სსრკ | ტაქტიკური ტრანსპორტი | ან-32 | 1 | ||
სავარჯიშო თვითმფრინავი | ||||||
იაკ-52 | სსრკ | სასწავლო | იაკ-52 | 10 | ||
L-39 ალბატროსი | ჩეხოსლოვაკია | სავარჯიშო | L-39 | 7 | ||
მოიერიშე ვერტმფრენები | ||||||
მი-24 | სსრკ | მოიერიშე ვერტმფრენი | მი-24В მი-24П |
5 | ||
სატრანსპორტო და სერვისის ვერტმფრენები | ||||||
UH-1H იროკეზი | აშშ | სერვისის ვერტმფრენი | UH-1H | 24 | ||
მი-2 | პოლონეთი | სერვისის ვერტმფრენი | მი-2 | 20 | ||
მი-8 | სსრკ | სატრანსპორტო ვერტმფრენი | მი-8Т მი-8МТВ-1 |
18 | ||
უპილოტო საფრენი აპარატები | ||||||
ჰერმეს 450 | ისრაელი | უპილოტო საფრენი აპარატი | ჰერმეს 450 | 15 |
სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად მონაწილეობდა, როგორც 1992-1993 წწ აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტში, ისე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში.
აფხაზეთის ომში 1992 წლის 28 სექტემბრიდან 1993 წლის 28 სექტემბრამდე საქართველოს ძალებმა 280-მდე საბრძოლო გაფრენა შეასრულეს. ქართულ მოიერიშეებს მართავდნენ პილოტები: სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე, ვალერი ნაყოფია, სლავა ჯაბუა, დაქა ყიზილაშვილი, რეზო ნარუშვილი, თამაზ ნადირაშვილი, კახა თვაური, ალან ლაკოევი, ზვიად ბექაური, ვოვა შებეტოვი, ლადო ავლოხაშვილი, მალხაზ ტაბატაძე, გოჩა შინგაზდილოვი, დავით გუგულაშვილი, ვლადიმერ ბალაევი, იგორ ბედუსენკო და ზურაბ იარაჯული. საბრძოლოს მოქმედებების დროს საქართველომ ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი და ათზე მეტი შვეულმფრენი დაკარგა. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი პოლკოვნიკი იზანი ცერცვაძე 1993 წლის 23 სექტემბერს დაიღუპა სოხუმთან ბრძოლების დროს.[7]
თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ამოცანები:
პირველი სამხედრო გაფრენა 1992 წლის 19 სექტემბერს შესრულდა სუ–25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით და ეს დღე 1995 წელს ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.
|
|