აზერბაიჯანის ვიზიტორებმა უნდა მიიღონ ვიზა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებში, თუ ვიზიტორი მოქალაქეა იმ ქვეყნის, სადაც ვრცელდება აზერბაიჯანის სავიზო პოლიტიკა.
პასპორტის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 6 თვის, ვადის გასვლამდე, მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია გააკეთოდ სავიზო მიმართა.[1] თუ პასპორტის ვადა არის ნაკლები 3 თვისა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, ვიზა არ გაიცემა.[2] იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება აზერბაიჯანის სავიზო პოლიტიკა, უნდა მიიღონ ვიზა აზერბაიჯანში გამგზავრებამდე. ვიზები გაიცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოებში და საკონსულოებში ან ჩასვლისთანავე სასაზღვრო პუნქტებში.[3]
მოქალაქეები, მომდევნო 9 ქვეყნის შეუძლიად აზერბაიჯანს ეწვიონ უვიზოდ 90 დღის განმავლობაში:[4][5]
გარდა ამისა, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელები შემდეგი ქვეყნების: ალბანეთის, არგენტინის, ავსტრიის, ბულგარეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბრაზილიის, ჩინეთის, კოლუმბიის, ხორვატიის, კუბის, უნგრეთის, ინდონეზიის, ირანის, ისრაელის, იტალიის, იორდანიის, ქუვეითის, ლიბიის, მაკედონიის, მაროკოს, მონტენეგროს, პაკისტანის, პერუს, პორტუგალიის, რუმინეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, სამხრეთ კორეის, სირიის, თურქეთის, თურქმენეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ურუგვაის, ვიეტნამის და მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა: ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, კვიპროსის, ლატვიის, ლიტვის, ლუქსემბურგის, მალტის, მექსიკის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, კატარის, ესპანეთის და შვედეთის — არ საჭიროებს ვიზას.[6]
2017 წლის თებერვალში აზერბაიჯანსა და ლატვიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ორმხრივი უვიზო ვიზიტების თაობაზე სამომსახურებო პასპორტის მფლობელებისთვის.[7]
აზერბაიჯანსა და ლაოსს შორის შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, 2017 წლის ივნისში გაფორმდა და დღემდე არ არის რატიფიცირებული.
შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ ვიზა, აზერბაიჯანში ჩასვლის:
1 – ვიზა გაიცემა ჩამოსვლისას და მოქმედების ვადაა 30 დღე, მიიღება ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტში.[8][9]
აზერბაიჯანს დადებული აქვს სავიზო შეთანხმება ევროკავშირთან (გარდა დანიის, ირლანდიის რესპუბლიკის და გაერთიანებული სამეფოსთან), რომელიც ამცირებს დოკუმენტების სიას საკმარისი დასაბუთების მიზნით, ასევე ითვალისწინებს მრავალჯერად ვიზებს.[13]
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გამართული ყარაბაღის ომის შედეგად, აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე ეთნიკურად სომხების ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის პასპორტის მქონე მოქალაქეების შეშვებას კრძალავს. ასევე აკრძალულია იმ მოქალაქეების შეშვებაც, რომელთა პასპორტშიც დაფიქსირებულია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში შესვლის ბეჭედი. ასეთი პიროვნებები სამუდამოც ცხადდებიან პერსონა ნონ გრატად.[14][15]