აიორეოს ხალხი Ayoreo | |
---|---|
აიორეოს ხალხის გადანაწილება | |
საერთო მოსახლეობა | |
20000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
პარაგვაი | 1 826 (2002 წ)[1] |
ბოლივია | 1 701[2] |
ენები | აიორეოს ენა |
აიორეოს ხალხი — ადგილობრივთა ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც სახლობენ გრან-ჩაკოში,[3][4] მდინარე პარაგვაისა და პილკომაიოს შორის, ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზე. ლაპარაკობენ აიორეოს ენაზე, რომელიც პარაგვაისა და ბოლივიაში გავრცელებულ სამუკოანის ენათა პატარა იჯახს მიეკუთვნება. აიორეოს ხალხი მისდევს როგორც მონადირეობა-შემგროვებლობას, ისე მიწათმოქმედებას, წელიწადის სეზონების შესაბამისად. მათში შეიმჩნევა შამანიზმის გამოვლინებებიც.[5][6]
ხალხი რამდენიმე ქვეჯგუფისგან შედგება, მაგალითად ტოტობიეგოსოდე იზოლირებული იყო, მაგრამ ბევრი მათგანი საბოლოოდ ძალით გადაასახლეს, ზოგიერთი კი დღემდე ერიდება კონტაქტზე გამოსვლას[7][8][9] და ამაზონის ტყეებში მცხოვრებთა გარდა სამხრეთ ამერიკის ის ერთადერთი ტომები არიან, რომლებიც კონტაქტზე არ გამოდიან.[10]
2010 წელს გადაიდო ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მიერ ორგანიზებული ექსპედიცია, რომელიც მიზნად ისახავდა მცენარეთა და მწერების ახალი სახეობების აღმოჩენას, რადგან ცნობილი გახდა, რომ შესაძლებელი იყო ამით აიორეოს ხალხი შეწუხებულიყო და მკვლევარებს თავს დასხმოდნენ.[11]
|date=
-ში (დახმარება)
).