ალას-პურვოს ეროვნული პარკი
Taman Nasional Alas Purwo | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული იავა |
კოორდინატები | 8°41′ ს. გ. 114°28′ ა. გ. / 8.683° ს. გ. 114.467° ა. გ. |
ფართობი | 434 კმ² |
დაარსდა | 1993 |
სტუმრობა | 14 720[1] (2006) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
ალას-პურვო (ინდონ. Taman Nasional Alas Purwo) — ეროვნული პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს ბლამბანგენის ნახევრეკუნძულზე, აღმოსავლეთ იავის პროვინციის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ცნობილია ბანტენგის ველური სახეობებითა და გრაჯაკენის უბეში არსებული ტალღებზე საცურაო ადგილებით.
პარკის სახელი ნიშნავს პირველ ტყეს,[2] რაც მომდინარეობს იავური ლეგენდიდან, თითქოს ხმელეთი პირველად სწორედ ამ ადგილას, ოკეანიდან წარმოიშვა.
პარკი მდებარეობს კუნძულ იავის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ბალის მოპირდაპირედ.
ეროვნული პარკის ფართობი 434 კმ²–ია და ძირითადად შედგება მანგროს ტყეების, სავანის, მუსონური ტყეებისა და მარჯნის რიფებიანი პლაჟებისგან. დაცულია საფრთხის ქვეშ მყოფი ზოგიერთი სახეობა.
|