ალბერტ აგარუნოვი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Albert Aqarunov |
დაბადების თარიღი |
25 აპრილი 1969 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
8 მაისი, 1992 (23 წლის) შუშა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი |
გარდაცვალების მიზეზი | მოკლული |
დაკრძალულია |
გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი 40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. |
ეროვნება | ებრაელი |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
ქვეშევრდომობა |
სსრკ→ აზერბაიჯანი |
მშობლები | მამა: აგარუნ აგარუნოვი |
ჯილდოები | |
ბრძოლები | ყარაბაღის ომი |
ალბერტ აგარუნის ძე აგარუნოვი (აზერ. Albert Aqarunoviç Aqarunov; დ. 25 აპრილი 1969, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ – გ. 8 მაისი 1992, შუშა, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი) — ებრაული წარმოშობის აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.
აგარუნოვი 1969 წლის 25 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ებრაელების ოჯახში დაიბადა.[1] საშუალო განათლების მიღების შემდეგ, საშუალო პროფესიულ კოლეჯში ჩააბარა და ტრაკტორისტის განთლება მიიღო. აგარუნოვი, ასევე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა. მანქანათმშენებლობის ქარხანაში მუშაობის შემდეგ, 1987 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, რომელიც საქართველოში გაიარა და სამსახურის ბოლოს უმცროსი სერჟანტის წოდებაც მიიღო. ამის შემდეგ, ტანკის მათაურიც გახდა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, სურახანის მანქანათმშენებლობის ქარხანაში მუშაობდა.[2]
ყარაბაღის ომის დაწყებისას, ალბერტ აგარუნოვი თავის ოჯახს ამცნო, რომ ის ომში აპირებდა წასვლას. ოჯახი ამის წინააღმდეგი იყო, რომლებსაც ახალგახრდა ალბერტის სიცოცხლის გარისკვა არ უნდოდათ, თუმცა, ამის მიუხედავად, აგარუნოვი ომში წავიდა.
ტანკის მეთაურად დანიშნული ალბერტი, ქალაქ შუშის № 777 სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. 1992 წლის 8 მაისს, სომხების ქალაქში შესვლის მცდელობისას, აგარუნოვმა 533 ნომრიანი ტანკით, სომხების 442 ნომრიანი ტანკი გაანადგურა,[3] შედეგად ტანკის ეკიპაჟი მთლიანი შემადგენლობით განადგურდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ტანკისტი გაგიკ ავშარიანი, მექანიკოსი აშოტ ავანესიანი და არტელირისტი შაჰენ სარქისიანი.[4] ალბერტი ყარაბაღის სხვადასხვა ქალაქის თავდაცვაში მონაწილეობდა. ხანქენდის თავდაცვის დროს, მოწინააღმდეგეს ბევრი ცოცხალი ძალაც გაანადგურა.[5] სომხების შუშაზე თავდასხმის დროს, აგარუნოვი სპეციალური მეთოდით, რომელიც შემდეგში მისი მეგობრების მიერ „ებრაულ ბუტერბროდათ“ შერაცხეს. მეთოდი კი შემდეგი იყო: სომხების ორი ტანკის ერთმანეთთან მოახლოვების დროს, ერთი ბომბით ორივე ტანკს ანადგურებდა.[6]
აგარუნოვი, 1992 წლის 8 მაისს, სნაიპერის ტყვიით გარდაიცვალა. მისი მეგობრის განცხადებით, ტყვია იმ მომენტში მოხვდა მას, როდესაც იგი ტანკიდან სხვა სამხედროების სხეულების გადასატანად გადავიდა.
ალბერტი, ბაქოს გმირთა ხეივანშია დაკრძალული. მის დაკრძალვას, როგორც მოლა, ისე რაბინი ესწრებოდა.
1992 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, ხოლო 2016 წელს, „ჰაზი ასლანოვის ორდენი“ მიენიჭა.[7]
ბაქოს ნომერ 154 საჯარო სკოლა, სადაც ის სწავლობდა, მისი სახელობისაა, რომლის წინ მისი ბიუსტი დგას.[8]
2010 წელს, აზერბაიჯანის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ, მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელად „წერილი მეგობარს“.[9][10]
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url=
(დახმარება)