ალფრედ ფილიპსონი | |
---|---|
გერმ. Alfred Philippson | |
დაბ. თარიღი | 1 იანვარი, 1864[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ბონი[1] [5] |
გარდ. თარიღი | 28 მარტი, 1953[1] [4] (89 წლის) |
გარდ. ადგილი | ბონი[1] |
დასაფლავებულია | ბონის ებრაული სასაფლაო |
მოქალაქეობა | გერმანია |
საქმიანობა | გეოლოგი, გეოგრაფი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ბონის უნივერსიტეტი, ბერნის უნივერსიტეტი და ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ბონის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მამა | Ludwig Philippson |
ჯილდოები | კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, კარლ რიტერის მედალი, გუსტავ სტაინმანის მედალი და ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი |
ალფრედ ფილიპსონი (გერმ. Alfred Philippson; დ. 1 იანვარი, 1864, ბონი — გ. 28 მარტი, 1953, ბონი) — გერმანელი გეოგრაფი და გეოლოგი. ფერდინანდ რიხტჰოფენის მოწაფე.
დაიბადა ქალაქ ბონში, მამამისის რაბინის ლუდვიგ ფილიპსონის ოჯახში. განათლება მიიღო ბონისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. იყო ბერნის (1904–1906), ჰალეს (1906–1911), ბონის (1911–1929) უნივერსიტეტების პროფესორი.
1892 წელს ქალაქ ბონში გახდა პრივატ-დოცენტი, ხოლო შვიდი წლის შემდეგ პროფესორის ასისტენტი. 1904 წელს ბერნში დაინიშნა გეოგრაფიის პროფესორად. იმოგზაურა იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და მცირე აზიაში. აქვს გამოკვლევები ზოგად ფიზიკურ გეოგრაფიაში, კერძოდ ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის ფიზიკურ გეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები ეკუთვნის აგრეთვე გეოლოგიაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა გერმანელ ფაშისტთა მიერ მოწყობილ ბანაკში, სადაც საკუთარი გამოკვლევების შედეგად დაწერა მემუარები.