ანგუ, ან კუკუკუკუ — მეომარი ტომი, რომელიც ცხოვრობდა პაპუა-ახალი გვინეის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მიუხედავად მცირერიცხოვნობისა, ტომი ხშირად უტევდა მოწინააღმდეგის უფრო ძლიერ ძალებს და ხშირად ლაშქრავდა ველზე მცხოვრებ მშვიდობიან ტომებს[1].
ანგუს ტომის ხალხი ატარებდა ბალახისაგან დამზადებულ კაბას, ტყავის ჩანთასა და ლაბადას, რომელსაც ხშირად ბეწვით იყო დაფარული ცივი მაღალმთიანი რეგიონის გამო[1].
ანგუს შესახებ თავისი შთაბეჭდილება დატოვა ჯ. კ. მალარტიმ წიგნში ჩემი წლები ახალ გვინეაში.