ანტონია ჯენტრი | |
---|---|
ანტონია ჯენტრი 2022 წელს | |
დაბადების თარიღი |
25 სექტემბერი, 1997 ატლანტა, ჯორჯია, აშშ |
სხვა სახელები | ტონი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჯონ შ. დევიდსონის სახვითი ხელოვნების მაგნიტის სკოლა |
ალმა-მატერი | ემორის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2014-დღემდე |
მშობლები |
მამა: ტონი ჯენტრი დედა: სანდრა ჯენტრი |
ანტონია ჯენტრი (ინგლ. Antonia Gentry; დ. 25 სექტემბერი, 1997)[1] — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ჯინის როლით ნეტფლიქსის სერიალ Ginny & Georgia-ში (2021-დღემდე).
დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიას შტატში.[2][1] ის ორი რასის წარმომადგენელია. დედა შავკანიანია და წარმოშობით იამაიკიდანაა, მამა კი თეთრკანიანია.[3][4] ანტონია ხუთი წლიდან მსახიობობაზე ოცნებობდა. იგი პირველად ადგილობრივი თეატრის სცენაზე გამოჩნდა, სადაც სხვადასხვა როლს ასრულებდა სპექტაკლებში, რომლებსაც დედამისი წერდა.
ანტონია დრამატურგიას სწავლობდა ჯონ შელდონ დევიდსონის სახვითი ხელოვნების მაგნიტის სკოლაში, რომელიც 2019 წელს დაამთავრა.[5] ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის დრამატურგიის ლექციებსაც.[6][7] უნივერსიტეტში იგი გახდა კომედიურ-იმპროვიზაციური დასის წევრი.[4] სამსახიობო საქმიანობასთან ერთად მუშაობდა ნახევარ-განაკვეთიან სამუშაოზე.[7]
თავიდან ჯენტრი პატარა როლებს თამაშობდა. 2018 წელს შეასრულა ჟასმინის როლი რომანტიულ კომედიაში Candy Jar. გამოჩნდა სატელევიზიო სერიალ Raising Dion-ის ერთ-ერთ ეპიზოდშიც. 2021 წელს დაამთავრა ემორის უნივერსიტეტი. მან მალევე მიიღო ჯინის როლი ნეტფლიქსის სერიალ Ginny & Georgia-ში, რომელიც იმავე წელს გამოვიდა.[1]
2012 წლიდან იგი სასიყვარულო ურთიერთობაშია ამერიკელ კომპოზიტორთან და მუსიკალურ პროდიუსერთან, ეზრა პაუნდსთან.[8] ამჟამად ანტონია ნიუ-იორკში ცხოვრობს.
წელი | სახელწოდება | როლი |
---|---|---|
2015 | Driver's Ed: Tales from the Street | სარა |
2015 | Lone Wolf Mason | მედისონი |
2018 | Candy Jar | ჟასმინი |
2019 | Raising Dion | ვენდი |
2021–დღემდე | Ginny & Georgia | ჯინი მილერი |
წელი | ორგანიზაცია | კატეგორია | ნომინაცია | შედეგი |
---|---|---|---|---|
2021 | MTV Movie & TV Awards | საუკეთესო შესრულება | Ginny & Georgia | ნომინირებული |