აღმოსავლეთი ტაილანდი (ტაი. ประเทศไทยภาคตะวันออก) — რეგიონი ტაილანდში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბოჯა და დასავლეთით ცენტრალური ტაილანდი.
რეგიონის რელიეფი ხასიათდება მოკლე მთიანი ქედებით, რომელსაც ენაცვლება პატარა აუზების მდინარეები, რომლებიც მიედინება ტაილანდის ყურეში.
აღმოსავლეთ სანაპიროზე ტაილანდს აქვს რამდენიმე კუნძული: კო-სიჩანგი, კო-ლანი, კო-სამეთი და კო-ჩანგი.[1]
ბოსტნეულის გაზრდა და მოვლა, ძირითადი კომპონენტია რეგიონში სოფლის მეურნეობის. ასევე მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში თამაშობს ტურიზმი.
აღმოსავლეთ ტაილანდის რეგიონი იყოფა 7 პროვინციად.
№ | პროვინცია | ტაი. | ადმინისტრაციული ცენტრი | მოსახლეობა (2010) |
ფართობი კმ² |
სიმჭიდროვე კაცი/კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩაჩენგსაო | (ฉะเชิงเทรา) | ჩაჩენგსაო | 715 180 | 5 351,0 | 133,65 |
2 | ჩანთაბური | (จันทบุรี) | ჩანტჰაბური | 482 370 | 6 338,0 | 76,11 |
3 | ჩონბური | (ชลบุรี) | ჩონბური | 1 554 365 | 4 363 | 356,26 |
4 | პრაჩინბური | (ปราจีนบุรี) | პრაჩინბური | 469 652 | 4 762,4 | 98,61 |
5 | რაიონგი | (ระยอง) | რაიონგი | 637 736 | 3 552,0 | 179,54 |
6 | საკეო | (สระแก้วี) | საკეო | 555 236 | 7 195,1 | 77,17 |
7 | ტრატი | (ตราด) | ტრატი | 246 175 | 2 819,0 | 87,33 |