მდებარეობა | ბათუმი, საქართველო |
---|---|
აშენდა | 2020 |
გაიხსნა | ივლისი, 2020 |
მესაკუთრე | „დინამო“ ბათუმი |
ტევადობა | 20 000 |
გუნდები | |
„დინამო ბათუმი“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები |
აჭარაბეთ არენა — სტადიონი ბათუმში, საქართველოში. ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საშინაო მოედანი. მისი მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა.[1] ტევადობა — 20 000 ადამიანი. პირველი მატჩი ამავე წლის 21 ნოემბერს, ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის შედგა. 2021 წლის 7 მაისს დასრულდა ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა.[2] სტადიონი „Bahadir Kul Architects“-მა ააშენა. მშენებლობა 141 მილიონი ლარი დაჯდა. 2021 წლიდან მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სტადიონის სახელი აჭარაბეთ არენა იქნება.[3]
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)