ბადრუდოზა ჩოუდჰური

ბადრუდოზა ჩოუდჰური
ბენგ. একিউএম বদরুদ্দোজা চৌধুরী
250
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1930(1930-10-11)
დაბადების ადგილი Cumilla
გარდაცვალების თარიღი 5 ოქტომბერი, 2024(2024-10-05)[1] (93 წლის)
გარდაცვალების ადგილი დაკა
მოქალაქეობა  ბრიტანეთის ინდოეთი
 პაკისტანი
 ბანგლადეში
განათლება Dhaka Medical College, Dhaka College და St Gregory's School
შვილ(ებ)ი Mahi B. Chowdhury
ჯილდოები Independence Award

ბადრუდოზა ჩოუდჰური [2] (ბენგ. একিউএম বদরুদ্দোজা চৌধু; დ. 11 ოქტომბერი 1930 – გ. 5 ოქტომბერი 2024 ) — ბანგლადეშელი პოლიტიკოსი, იგი ბანგლადეშის პრეზიდენტი იყო 2001 წლის 14 ნოემბრიდან 2002 წლის 21 ივნისამდე.[3] ბადრუდოზა იყო ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტიის (BNP) დამფუძნებელი და გენერალური მდივანი.[4] ჩოუდჰური ასევე იყო ექიმი, კულტურული აქტივისტი, მწერალი, ესეისტი, დრამატურგი, ტელეწამყვანი და გამოჩენილი ორატორი.[3] 1976 წელს მას მიენიჭა ეროვნული ტელევიზიის პრიზი.

ბადრუდოზა ჩოუდჰური დაიბადა 1930 წლის 11 ოქტომბერს, დედის ბაბუის სახლში, კომილაში.[5][6][3][3] მისი ბაბუის სახლი მდებარეობდა მაჯიდპურის დაიჰატაში, სრინაგარი, ბიკრამპურში. მისი მამა, კაფილუდინ ჩოუდჰური, იყო გაერთიანებული ფრონტის გენერალური მდივანი, რომელიც მუშაობდა მინისტრად გაერთიანებული ფრონტის პროვინციული კაბინეტში აღმოსავლეთ პაკისტანის მთავრობაში და ავამი ლიგის ლიდერი. მისი დედა იყო სუფია ხათუნი. 1947 წელს ბადრუდოზამ დაამთავრა წმინდა გრეგორიუსის სკოლა და 1949 წელს დაკას კოლეჯი.[7] 1954–1955 წლებში მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი დაკას სამედიცინო კოლეჯში.

სამედიცინო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩაუდჰერიმ კარიერა სამედიცინო პროფესიით დაიწყო. 1964 წელს იგი გახდა რაჯშაჰის სამედიცინო კოლეჯის მედიცინის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 1964–1970 წლებში მუშაობდა სირ სალიმულაჰის სამედიცინო კოლეჯში. 1970 წელს იგი გახდა სილჰეთის სამედიცინო კოლეჯის მედიცინის პროფესორი.[3] ჩოუდჰური იყო ბანგლადეშის ეროვნული ანტიტუბერკულოზული ასოციაციის (NATAB) პრეზიდენტი და ასევე აზია-წყნარი ოკეანის ზონის ფილტვის ტუბერკულოზის საერთაშორისო კავშირის (IUATLD) პრეზიდენტი.[3]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზიაურ რაჰმანი სგან, პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარისგან, შთაგონებული, ბადრუდოზა ჩოუდჰურმა პოლიტიკაში შეაღწია, როგორც ბანგლადეშის ნაციონალისტური პარტიის (BNP) გენერალური მდივანი. 1979 წელს ის აირჩიეს პარლამენტში, როგორც BNP-ს კანდიდატი მუნშიგანჯიდან და მსახურობდა კაბინეტის მინისტრად 1979–1982 წლებში. როდესაც BNP-მა კვლავ მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1991 წელს, მოკლე პერიოდის შემდეგ, როცა ის იყო განათლებისა და კულტურული საქმეთა მინისტრი იგი დაინიშნა ბანგლადეშის პარლამენტის დეპუტატად.[8]

2001 წელს ჩოუდჰური დაინიშნა ბანგლადეშის საგარეო საქმეთა მინისტრად, როდესაც ბანგლადეშის ეროვნული პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. 2001 წლის ნოემბერში იგი პრეზიდენტად აირჩიეს ბანგლადეშის ეროვნული ასამბლეის წევრებმა. შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ჩოუდჰურმა გადაწყვიტა არ მისულიყო ბანგლადეშის ეროვნული პარტიის დამფუძნებლის ზიაურ რაჰმანის საფლავზე მისი გარდაცვალების წლისთავზე, იგი დაადანაშაულეს პარტიის ღალატში. 2002 წლის ივნისში, ჩოუდჰურმა დატოვა თავისი თანამდებობა, რადგან მმართველმა პარტიამ მოითხოვა მისი გადადგომა, რათა სიტუაცია უფრო მეტად არ გამწვავებულიყო.

ჩოუდჰურმა აღიარა მესამე ძალის საჭიროება ბანგლადეშში, რომელსაც ფაქტობრივად ორი პარტიის დემოკრატია ჰქონდა. მან გამოხატა სურვილი, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, პოლიტიკაში შესულიყო და ბრძოლა გაეწია კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ, ასევე შექმნილიყო კარგი მმართველობა ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური ძალის საშუალებით (ბიკალპა დჰარა).[9] იგი, თავის შვილთან მახი ბ. ჩოუდჰურთან და ბანგლადეშის ეროვნული პარტიის დეპუტატ აბდულ მანანთან ერთად, დატოვა პარტია, რათა მუშაობა დაეწყოთ ახალ პოლიტიკურ პარტიაში. ჩოუდჰური გახდა ახალი პარტიის, ბანგლადეშის ალტერნატიული გზის პრეზიდენტი, ხოლო აბდულ მანანი - მისი გენერალური მდივანი. ეს პარტია, რომელიც 2004 წლის მარტში დაარსდა, აქტიური კრიტიკოსი იყო იმ დროის მთავრობისა, და მისი უმრავლესობა ყოფილი ეროვნული პარტიის წევრები იყვნენ, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს.[9]

ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ჩოუდჰერი შეუერთდა უფროს სახელმწიფო მოღვაწეს ოლი აჰმედს. ეროვნული პარტიის კაბინეტის სხვადასხვა მინისტრებთან ერთად მათ ჩამოაყალიბეს ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDP). ეს ერთობა არ გაგრძელებულა დიდხანს და ჩოუდჰერიმ გადაწყვიტა გამოსულიყო LDP-დან და თავისი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა ბანგლადეშის ალტერნატიული გზის აღორძინებაზე.

ჩოუდჰური იყო ბანგლადეშის ალტერნატიული გზის პარტიის პრეზიდენტი მისი დაარსებიდან, გარდა 2008 [10][11] წლის დეკემბრისა და 2009 [12] წლის აპრილის პერიოდში, როდესაც იგი გადადგა თანამდებობიდან, რადგან პარტიამ ვერ შეძლო ვერცერთი ადგილის მოპოვება პარლამენტის არჩევნებში.[11]

პირადი ცხოვრება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩოუდჰური დაქორწინებული იყო ჰასინა ვარდა ჩოუდჰურზე.[13] მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი, მახი ბ. ჩოუდჰური, და ორი ქალიშვილი, მუნა და შაილა.[13]

2024 წლის 5 ოქტომბერს ჩოუდჰური გარდაიცვალა, 93 წლის ასაკში, ფილტვების ინფექციის შედეგად, ქალთა სამედიცინო კოლეჯსა და ჰოსპიტალში.[14][15][16]

  1. Former president Badruddoza Chowdhury passes awayDhaka Tribune, 2024.
  2. Biographical Encyclopedia of Pakistan (1972). ციტირების თარიღი: 6 October 2024
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 AQM Badruddoza Chowdhury. Banglapedia. ციტირების თარიღი: 26 July 2015
  4. Habib, Haroon. „The sacking of a President“. Frontline. The Hindu Group. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
  5. ৯৩ বছরে সাবেক রাষ্ট্রপতি বি. চৌধুরী bn (11 October 2022). ციტირების თარიღი: 27 August 2023
  6. Ex-president Badruddoza Chowdhury hospitalised
  7. Moshiul Alam (9 December 2012). আপস-সমঝোতা ছাড়া গণতন্ত্র হয় না [Democracy is not without compromise.]. Prothom Alo (Bengali). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 December 2012. ციტირების თარიღი: 9 December 2012.
  8. শিক্ষা মন্ত্রণালয় bn. ციტირების თარიღი: 27 August 2023
  9. 9.0 9.1 RRT RESEARCH RESPONSE. Refugee Review Tribunal, AUSTRALIA. ციტირების თარიღი: 22 September 2011
  10. „Badruddoza, Mannan resign from party posts“. The Daily Star. 1 January 2009. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
  11. 11.0 11.1 „Badruddoza resigns Bikalpadhara presidency“. bdnews24.com. 31 December 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2012. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
  12. „Badruddoza Chowdhry becomes BDB chief again“. The Daily Star. 9 April 2009. ციტირების თარიღი: 22 September 2011.
  13. 13.0 13.1 Khaleda visits ailing B Chowdhury. bdnews24.com (18 February 2014).
  14. সাবেক রাষ্ট্রপতি বদরুদ্দোজা চৌধুরী আর নেই (in Bengali)
  15. Ex-president Badruddoza Chowdhury dies at 93
  16. Former president of Bangladesh AQM Badruddoza Chowdhury dies