ბასილ არგიროსი (ძვ. ბერძნ. Βασίλειος Ἀργυρός, დ. დაახლ. 970 – გ. 1023 წლის შემდეგ) — ბიზანტიელი დიდგვაროვანი, იმპერატორ რომანოზ III-ის ძმა.[1]
იოანე სკილიცეს თანახმად, დაახლ. 1010–1011 წლებში იყო სამოსის თემის სტრატეგოსი და იბრძოდა იტალიელი მეამბოხის, მელოს ბარელის წინააღმდეგ.[2] ბულგარეთში აღმოჩენილი საბეჭდავის წარწერის მიხედვით სავარაუდოა, რომ შემდეგში თრაკიის თემის პატრიკიოსად და სტრატეგოსად მსახურობდა.[2] 1020-იან წლებში იყო ბიზანტიის მიერ შეერთებული ვასპურაკანის მმართველი.[3]
ბასილის ქალიშვილი ელენე ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს. ბასილის სხვა შვილი (სახელი უცნობია) იყო თესალონიკის დუქსის, კონსტანტინე დიოგენეს მეუღლე.[4][5]