ბენგალი

ბენგალი
ბენგალი
ბენგალის რუკა 1912
ბენგალის რუკა 1912

ბენგალი (ბენგ. বঙ্গ, ინგლ. Bengal)[1] — ისტორიული მხარე სამხრეთ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. განგის ქვემო დინებასა და განგ-ბრაჰმატურის დელტის აუზში. ძირითადად დასახლებულია ბენგალელებით, რომელთა მშობლიური ენაა ბენგალური. ამჟამად ბენგალი გაყოფილია ორ ნაწილად: დასავლეთ ბენგალი ინდოეთის ნაწილია, ხოლო აღმოსავლეთ ბენგალი — ბანგლადეშის სახელმწიფო.[2]

1947 წლამდე, ვიდრე ორ ნაწილად გაიყოფოდა, ბენგალის ტერიტორია შეადგენდა 1 674 279 კვადრატულ კილომეტრს.

სახელი ბენგალი მომდინარეობს ბანგის უძველესი სამეფოსგან (წარმოითქმის ბონგო)[3][4], რომლის შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები გვხვდება მაჰაბჰარატას ეპოსში ძვ. წ. I ათასწლეულში.

მარკა-ბენგალელი პატარძალი
მარკა-ბენგალელი პატარძალი

ძველად ბენგალის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილი ცნობადი იყო ანგას, ვანგას, გაუდას და სხვა სახელწოდებებით.[5] საერთო სახელწოდება ბენგალი გაჩნდა დაახლოებით X–XII საუკუნეებში. VIII საუკუნიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა სახელმწიფოები, რომლებსაც სათავეში უდგნენ ჯერ პალების შემდეგ სენების დინასტიები. XIII საუკუნის დასაწყისში ბენგალი შეუერთდა დელის სასულთნოს. XIV საუკუნის შუახანებში დამოუკიდებელი გახდა. 1575 წელს დაიპყრეს დიდმა მოგოლებმა.[6] XVIII საუკუნის დამდეგს ბენგალის, ბიჰარების და ორისის ტერიტორიებზე წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო (დედაქალაქი მურშიდაბადი), რომლის მმართველებს ნავაბის ტიტული ჰქონდათ.[7]

ბრიტანეთის მმართველობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1756 წელს ინგლის-ოსტ ინდოეთის კომპანიამ, რომლის ადმინისტრაცია კალკუტაში (ბენგალის ტერიტორიაზე) იმყოფებოდა, პროვოკაციულად გამოიწვია ომი ბენგალის ნავაბ სირაჯ ალ-დაულასთან. პლესისთან (1757 წლის 23 ივნისს) მომხდარი ბრძოლის შემდეგ კომპანიამ ბენგალი დაიმორჩილა.[8]

სტატისტიკის თანახმად, 1881 წელს ბენგალში ცხოვრობდა 162 607 990 ადამიანი. ადმინისტრაციას სათავეში ჩაუდგა მეფისნაცვალი — გენერალური გუბერნატორი ინდოეთის საბჭოსტან ერთად..იგი შედგებოდა 10 ძირითადი დეპარტამენტისგან ან პროვინციებისგან, კერძოდ: 1) ქვედა პროვინციები, ან ბენგალური მხარეები; 2) ჩრდილო-დასავლეთი პროვინციები უდთან ერთად (ინგლ. Oudh); 3) პენჯაბ; 4) ცენტრალური პროვინციები; 5) მაისური; 6) კურგი; 7) ბრიტანული ბირმა; 8) ასამა; 9) აჯმირა და მაირვარი; 10) ბერარა.ამას ასევე უერთდებოა ხარკის გადამხდელი სახელმწიფოები, რომელთა ფართობი 455 422 კმ 2 და 9 445 563 მოსახლეს შეადგენდა. პენჯაბში, ქვემო და ჩრდილო-დასავლეთის პროვინციებში გენერალური გუბერნატორის წარმომადგენლები დაინიშნენ სამოქალაქო ადმინისტრაციის სათავეში, ხოლო მთავარი კომისრები ბირმას, ასამისა და ცენტრალურ პროვინციებში. აჯმირა და მაირვარი, ბერარა, მაისური და კურგი იმყოფებოდნენ ოსტინდის გენერალური გუბერნატორის უშუალო კონტროლის ქვეშ. მას ესაზღვრებოდა: ჩრდილოეთით — ნეპალი, სიკიმი და ბუტანი; სამხრეთით — ბირმას სახელმწიფო, ბრიტანული ბირმა, ბენგალის ყურე, მადრასას საპრეზიდენტო და ცენტრალური პროვინციები; დასავლეთით, ცენტრალური ინდოეთის დაქვემდებარებაშიმყოფი ბაგალკანდის სააგენტო და ჩრდილო-დასავლეთის პროვინციების ბენარესის დეპარტამენტი.

ბენგალი იყო ერთ-ერთი მთავარი ტერიტორია, სადაც ინგლისელებს ოპიუმი მოყავდათ ჩინეთში გასაგზავნად.

.ინგლისის ხელისუფლების მიერ ბენგალის ორ ნაწილად გაყოფას ბენგალელთა ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა. ამის გამო ინგლისელები იძულებულები გახდნენ ბენგალი კვლავ გაეერთიანებინათ. 1947 ინდოეთის გაყოფისა და მის ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს — ინდოეთისა და პაკისტანის შექმნასთან დაკავშირებით ინდუსებით დასახლებული დასავლეთ ბენგალი (ცენტრი კალკუტა) ინდოეთს შეუერთდა (დასავლეთ ბენგალის შტატი, მუსლიმებით დასახლებული აღმოსავლეთ ბენგალი (ცენტრი-დაკა)-პაკისტანს (აღმოსავლეთ პაკისტანი). 1971 წელს პაკისტანს გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამჟამად ბანგლადეშის სახელმწიფოა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პაჰარპურეს ბიჰარა
სუნდარბანის ეროვნული პარკი
სუნდარბანის ეროვნული პარკი

რეგიონში ოთხი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მათ შორის სუნდარბანსის ეროვნული პარკი, პაჰარპურეს ბიჰარა, ბაგერჰათის მეჩეთი და დარჯილინგი ჰიმალაის რკინიგზა. სხვა თვალსაჩინო ადგილებია: ბიშნუპური, ბანკურას ტაძარი, ადინის მეჩეთი, ქარვასლის მეჩეთი, ზამინდარის სასახლე

ბანგლადეშის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბუნებრივი სანაპირო, რომლის სიგრძე 120 კმ-ია და პოპულარობით სარგებლობს სერფინგის მოყვარულთა შორის.[9] ბენგალში ერთადერთი მარჯნის რიფის ნახვა შეიძლება წმინდა მარტინის კუნძულის მახლობლად ჩიტაგონგის ოლქის სანაპიროებთან,

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Oxford Dictionaries“ დაარქივებული 2017-08-29 საიტზე Wayback Machine. . Archived from the original on 29 August 2017. Retrieved 22 February 2017
  2. Arijit Mazumdar (27 August 2014). Indian Foreign Policy in Transition: Relations with South Asia. Routledge. p. 86. ISBN 978-1-317-69859-3.[მკვდარი ბმული]
  3. Rahman, Urmi. Bangladesh – Culture Smart!: The Essential Guide to Customs & Culture — Kuperard, 2014. — P. 26—. — ISBN 978-1-85733-696-2.[მკვდარი ბმული]
  4. Vanga | Britannica.com. Encyclopædia Britannica. მიმართვის თარიღი 7 იანვარი 2017.
  5. Ray, H. P. (2003). The Archaeology of Seafaring in Ancient South Asia. Cambridge University Press. p. 17. ISBN 978-0-521-01109-9[მკვდარი ბმული]. Retrieved 7 January 2017.
  6. A Collection of Treaties and Engagements with the Native Princes and States of Asia: Concluded on Behalf of the East India Company by the British Governments in India, Viz. by the Government of Bengal Etc. : Also Copies of Sunnuds Or Grants of Certain Privileges and Imunities to the East India Company by the Mogul and Other Native Princes of Hindustan. United East-India Company. 1812. p. 28. Retrieved 23 August 2013.
  7. History of Bangladesh“. Bangladesh Student Association. Archived დაარქივებული 2006-12-19 საიტზე Wayback Machine. from the original on 19 December 2006. Retrieved 26 October 2006.
  8. Baten, Jörg (2016). A History of the Global Economy. From 1500 to the Present. Cambridge University Press. p. 251. ISBN 978-1-107-50718-0.[მკვდარი ბმული]
  9. „World’s longest natural sea beach under threat“. BBC News. 28 December 2012. Archived from the original on 13 January 2017. Retrieved 21 June 2018.