ბრია ვინაიტე | |
---|---|
ბრაია ვინაიტე 2017 | |
დაბადების სახელი | ბარბორა ბულვინაიტე |
დაბადების თარიღი |
10 ივნისი, 1993 ალიტუსი, ლიეტუვა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2016–დღემდე |
ბრია ვინაიტე (დაბადების სახელი: ბარბორა ბულვინაიტე[1]; დ. 10 ივნისი, 1993) — აშშ-ში მოღვაწე ლიეტუველი მსახიობი. ცნობილია მის მიერ შესრულებული როლით 2017 წელს გადაღებულ, სინ ბეიკერის მიერ გადაღებულ ფილმში „The Florida Project“ შესრულებელი როლით. ეს იყო მისი პირველი როლი. თავისი შესრულებით მოიპოვა კრიტიკოსთა აღიარება.[2]
ვინაიტე დაიბადა ლიეტუვაში. 6-7 წლის ასაკში ვინაიტე საცხოვრებლად ბრუკლინში, ნიუ-იორკში გადავიდა.[3]
„The Florida Project“ იყო ვიანიტეს სადებიუტო ფილმი სადაც შეასრულა მთავარი. ის თამაშობს ყოფილ სტრიპტიზიორის როლს რომელიც მარტოხელა დედაა. ფილმის გამო ვინაიტე ნომინირებული იყო 6 ჯილდოზე, თუმცა ვერ შეძლო ვერცერთის მოპოვება.[4] ფილმის რეჟისორი ბეიკერი მას შემდეგ დაეკონტაქტა ვინაიტეს რაც ნახა მისი პოსტი სოციალურ ქსელ Instagram-ზე, სადაც ვინაიტეს აღწერილი ჰქონდა როგორ შეეძლო მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნება მაშინ როდესაც ის ნიუ-იორკიდან მაიამიში იყო წასული.[5] ვინაიტემ გაიარა სამკვირიანი სამსახიობო კურსები, მასწავლებელ სამანტა კვანთან, მანამ სანამ დაიწყებოდა ფილმის გადაღება.[6]
ვინაიტე ამის შემდეგ ორ ფილმში გადაიღეს, თუმცა პირველი ფილმის მსგავსად, მათ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ვინაიტეს მონაწილეობა აქვს მიღებული სამ მუსიკალურ კლიპში. 2018 წელს გამოჩნდა დრეიკის კლიპში „Nice for What“. 2020 წელს გამოჩნდა ალიშა კისის კლიპში „Underdog“. ამავე წელს გამოჩნდა G-Eazy-ს კლიპში „Hate the Way“.
ვინაიტეს არაერთი ტატუ აქვს. პირველი ტატუ ვინაიტემ 14 წლის ასაკში გაიკეთა. [7] 18 წლის ასაკში დატოვა ოჯახი და კოლეჯი. 19 წლის ასაკში დაიწყო საკუთარი ტანსაცმლის ხაზის „ChroniCal“-ის დიზაინის წარმოება. ყიდდა მარიხანას გამოსახულებიან ბიკინის და კალათბურთის კეპებს.[8]