გალინა შარაბიძე | |
---|---|
სრული სახელი | გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) |
ქვეყანა (სპორტი) | საბჭოთა კავშირი |
დაიბადა |
29 დეკემბერი, 1929 მოსკოვი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
დისციპლინა | სპორტული ტანვარჯიში |
გუნდი | „დინამო“ (მოსკოვი) |
გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) (რუს. Гали́на Я́ковлевна Мина́ичева (Шараби́дзе); დ. 29 დეკემბერი, 1929, მოსკოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი - გ.28 იანვარი, 2025) — საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), ღირსების ორდენის კავალერი (1997).[1][2][3]
1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში, მეორე და მესამე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშსა და ბჯენით ხტომებში, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1954), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი დვირზე ვარჯიშში (1953), საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის გამარჯვებული. 1953 წლამდე გამოდიოდა მოსკოვის სახელით.1958 წელს დაამთავრა საქართველოს სსრ ფიზკულტურის ინსტიტუტი.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1954 | მსოფლიო ჩემპიონატი | რომი, იტალია | |
1954 | მსოფლიო ჩემპიონატი | რომი, იტალია |