გოთური მოდა ― გოთური სუბკულტურის წარმომადგენლების ჩაცმულობის სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მისტიური, შავბნელი, ძველმოდური და ერთგვაროვანი დეტალები.
გოთური გარეგნობის ტიპური დეტალებია: შავად შეღებილი თმა, მუქი ფერის ტუჩსაცხი და მუქი ფერის სამოსი.[1] აგრეთვე მნიშვნელოვანი დეტალებია თვალის მუქი მაკიაჟი და მუქი ფერის ფრჩხილის ლაქი, რომელიც, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი გოთების გარეგნობისთვისაა დამახასიათებელი. ეს უკანასკნელნი, სხვა მამაკაცებთან შედარებით, ხშირად იყენებენ კოსმეტიკას.
გოთურ ჩაცმულობის სტილში ხშირად ვხვდებით პანკისა და ვიქტორიანული მოდის დეტალებს.[1] ხშირად ხდება გოთური მოდის გაიგივება მძიმე მეტალისა და ემოს მოდასთან.