გრინდელია

გრინდელია (ლათ. Grindelia robusta) - მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე; გააჩნია 50-60 სმ სიმაღლის სწორმდგომი ან აღმავალი ღერო, ყვითელი ყვავილები და კიდედაკბილული ფოთლები. გრინდელია ყვავილობს ივნის-სექტემბერში.[1]

ახლოდან გადაღებული გრინდელიას ყვავილები
გრინდელია

ეს მცენარე ველურად იზრდება აშშ-ს ტერიტორიაზე, ძირითადად კალიფორნიაში.[1]

სამკურნალო გამოყენება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრინდელიას სააფთიაქო დასახელებაა გრინდელიას ბალახი (Herba Grindeliae).[1]

გრინდელიას ახასიათებს სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ანტიალერგიული, შარდმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება.[2] სამკურნალოდ გამოიყენება ღეროს ზედა ნაწილი ყვავილებითა და ფოთლებით. ბალახის ნაყენი საფენების, აბაზანებისა და ოყნების სახით გამოიყენება ტროფიკული წყლულების, ბუასილისა და მწვავე პარაპროქტიტის სამკურნალოდ, ხოლო თხევად ექსტრაქტს იყენებენ ყივანახველასა და ბრონქული ასთმის დროს. გრინდელია აგრეთვე გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად.[2]

  1. 1.0 1.1 1.2 თამარ მამაცაშვილი (2022). სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია. პალიტრა L, გვ. 264. ISBN 978-9941-35-220-1. 
  2. 2.0 2.1 თამარ მამაცაშვილი (2022). სამკურნალო მცენარეთა ენციკლოპედია. პალიტრა L, გვ. 264-265. ISBN 978-9941-35-220-1.