დავიდ რიგერტი

დავიდ რიგერტი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 12 მარტი, 1947(1947-03-12) (77 წლის)
დაბ. ადგილი Nagornoe
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
სპორტი ოლიმპიური ძალოსნობა
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, Honoured Coach of Russia, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი და მეგობრობის ორდენი

დავიდ რიგერტი (რუს. Давид Ада́мович Ри́герт; დ. 12 მარტი, 1947, ნაგორნოე, ყაზახეთის სსრ) — საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ძალოსანი. რიგერტი ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძალოსანი გახდა. წარმოშობით გერმანელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1971).

ოჯახი და ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავიდ რიგერტი დაიბადა 1947 წელს, ყაზახეთის სსრ-ში. რიგერტი იყო რუსი-გერმანელი ადამ რიგერტისა და ელიზავეტა ჰორნის ვაჟი. მისი ბაბუა მუშაობდა ბარონ რუდოლფ ჰორნის სამკვიდროში მეფის ოფიცრად. ბარონ ჰორნის ქალიშვილი დაქორწინდა ადამ რიგერტის შვილ ადამზე. მისი მამა აღიზარდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ურალის მთებში, იძულებით მუშად (სხვა გერმანელ-რუს ხალხთან ერთად), ხოლო მისი დედა და ბავშვები აღიზარდნენ ჩრდილოეთ ყაზახეთში. დავიდი და მისი დედმამიშვილები აღიზარდნენ ყუბანის ტერიტორიაზე, კავკასიონის მახლობლად.

რიგერტმა ძალოსნობაში ვარჯიში 1966 წელს, თვითონვე დაიწყო; იგი იყენებდა ყოფილი საბჭოთა ძალოსნის, არკადი ვორობიოვის ვარჯიშის მეთოდებს. ორი წლის შემდეგ, საბჭოთა არმიაში მსახურობის დროს, რიგერტმა მიიღო სსრკ სპორტის ოსტატის ტიტული. დემობილიზაციის შემდეგ იგი ცხოვრობდა და ვარჯიშობდა არმავირში. 1969 წელს შეხვდა ცნობილ საბჭოთა მწვრთნელს მაიკლ რუდოლფ პლუკფელდერს რომელმაც იგი შახტიში მიიწვია; სწორედ აქ დაიწყო რიგერტმა ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებში, პლუკფელდერის ზედამხედველობის ქვეშ ვარჯიში. სულ რაღაც 11 თვის შემდეგ, 1970 წელს, რიგერტი მოხვდა სსრკ-ის ეროვნულ ნაკრებში და ამავე წელსვე შედგა მისი საერთაშორისო დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1971 წელს, რუსეთის სფსრ-ის ჩემპიონატში მან საკუთარი პირველი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა.[1] სწორედ აქ დაიწყო 68 მსოფლიო რეკორდის არაჩვეულებრივი სერია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თანამემამულე ძალოსნის, ვასილი ალექსეევის მიღწევებმა დაჩრდილა.

1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენებ არცთუ სახარბიელო გამოსვლის შემდეგ, 1973 წელს, რიგერტმა მოიგო ყველა ის ჩემოიონატი რომელშიც მონაწილეობა მიიღო (დააფიქსირა 8 მსოფლიო რეკორდი). 1973-1976 წლებში გამართული ყველა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი მისი გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები ოქროს მედალოსანის ტიტულით დატოვა. მიუხედავად ამ და სხვა ბრწყინვალე მიღწევებისა ძალოსნობის კარიერაში, მისი საბოლოო ტურნირზე გულდასაწყვეტი იყო: 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მისი შედეგი 0 იყო. შესაძლო მიზეზი იყო რიგერტის გადაყვანა უფრო მსუბუქი წონის კლასში, მისი საყვარელი „100 კგ-მდე“ კატეგორიიდან „90 კგ-მდე“ გადაყვანაში.

კარიერის დასრულების შემდეგ, რიგერტი ჯერ როსტოვში, ხოლო შემდეგ ტაგანროგში გადავიდა. იგი წვრთნიდა, სწავლობდა მოსკოვის ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტში, აკონტროლებდა წონებს ძალოსანთა შეჯიბრებებში და ტაგაროგში აშენებდა მრავალ სპორტულ ობიექტს (აშენებული აქვს დაახლოებით 100 სპორტული ობიექტი). მან აგრეთვე შექმნა ძალოსანთა ცენტრი ტაგანროგში; აგრეთვე წვრთნიდა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს. 2004 წელს რიგერტი აირჩიეს ტანგანროგის საკრებულოს (დუმას) დეპუტატად; 2009 წლის მარტში იგი ხსენებულ თანამდებობაზე კვლავ აირჩიეს (წარმოადგენდა გაერთიანებული რუსეთის პოლიტიკურ პარტიას). არის ტაგანროგის, გროზნოსა და ჩერნომორსკის პატივსაცემი მოქალაქე.[2]

1976 წელს მიენიჭა რიგერტს მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორდენი.

1999 წელს აირჩიეს ძალოსანთა საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად.[3]

მიღწევები ძალოსნობაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოლიმპიური ოქროს მედალოსანი (1976)
  • მსოფლიო ჩემპიონი (1971, 1973-1976, 1978)
  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (1970)
  • ევროპის ჩემპიონი (1971–1976, 1978–1980)
  • კარიერის მანძილზე დაფიქსირებული აქვს 68 მსოფლიო რეკორდი
  • იგი იყო სსრკ/რუსეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Taylor, Paul (2004). Jews and the Olympic Games: The Clash Between Sport and Politics – With a Complete Review of Jewish Olympic Medalists. Sussex Academic Press. 
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-21. ციტირების თარიღი: 2019-11-14.
  3. Weightlifting Hall of Fame. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 13, 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-07.