დებო | |
---|---|
ფრანგ. Débo | |
![]() | |
კოორდინატები: 15°20′40″ ჩ. გ. 4°11′45″ დ. გ. / 15.34444° ჩ. გ. 4.19583° დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ფართობი | 160 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ნიგერი |
გამომდინარე მდინარე | ნიგერი |
დებო (ფრანგ. Débo) — ტბა მალის ცენტრალურ ნაწილში. იქმნება სეზონური წყალდიდობების დროს მდინარე ნიგერზე.
მდებარეობს დაახლოებით 95 კმ-ით ჩრდილოეთით ქალაქ მოპტიდან და 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ტომბუქტუდან. ეს ყველაზე დიდია იმ ტბებს შორის, რომლებიც იქმნება მდინარე ნიგერის ადიდების შედეგად და მალის ყველაზე უფრო დიდი ბუნებრივი ყბაა. ტბის საშუალო ფართობი შეადგენს 160 კმ²-ს. დებო ყველაზე უფრო დიდ ფართობს აღწევს წვიმიანი სეზონის დროს, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.[1][2]
სეზონური წყალდიდობების დროს დებო გამოიყენება ბადეების დახმარებით თევზის დასაჭერად. მშრალი სეზონის პერიოდში ბევრი ეთნიკური ჯგუფი წყლის დასალევად ტბასთან აგროვებს მსხვილფეხა საქონლის ჯოგს.
დებო გადამფრენი ფრინველების გაჩერების მთავარი ადგილია. წყლისა და ჭაობის სავარგულების საკითხების იუნესკოს რამსარის კონვენციამ ტბას მიანიჭა საერთაშორისო მნიშვნელობის წყლისა და ჭაობის სავარგულების კლასიფიკაცია.