დისცინასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფარისებრი დისცინა (Discina ancilis) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Discinaceae (Benedix, 1962) | ||||||||||||
|
დისცინასებრნი (ლათ. Discinaceae) — ჩანთიანი სოკოების ოჯახი. ცნობილია 5 გვარის 58 სახეობა.[1] საქართველოში გვხვდება ერთი გვარის ერთი სახეობა — ნაოჭა სოკო (Gyromitra esculenta).[2] მათი ნაყოფსხეული ჩვეულებრივ სხვადასხვა ფორმის ხმელეთის აპოთეციუმია (ზოგიერთი მიწისქვეშა განვითარების სახეობაა), მდებარეობს პირდაპირ სუბსტრატზე ან ფეხისმაგვარ გამონაზარდზე. ჰიმენიუმი კარგადაა გამოხატული, შედგება არაამილოიდური ასკებისა და პარაფიზისაგან. სპორები, როგორც წესი, ერთი ან ორი ცხიმოვანი წვეთითაა, სადა ან ორნამენტული, ზოგჯერ ძირში გამოხატული გამონაზარდით.
ნაოჭა სოკოს გვარის წარმომადგენლები შეიცავენ ძლიერმოქმედ ტოქსინებს — გირომიტრინებს. ფარისებრი დისცინა (Discina ancilis) უპირობოდ საჭმელი სოკოა.