თბილისის „დინამოში“ | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დორინ იოან გოგა | ||
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1984 | ||
დაბადების ადგილი | ზალაუ, რუმინეთი | ||
სიმაღლე | 182 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | თავისუფალი აგენტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2003–2008 | უნივერსიტატეა კლუჟი | 120 | (33) |
2008–2012 | პოლიტექნიკა ტიმიშოარა | 91 | (29) |
2012 | რაპიდი ბუქარესტი | 14 | (2) |
2013 | ჰაპოელი რამათ-განი | 12 | (1) |
2013-2014 | დინამო თბილისი | 27 | (9) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012 | რუმინეთი | 1 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 თებერვალი 2014 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 იანვარი 2014 |
დორინ იოან გოგა (რუმ. Dorin Ioan Goga; 2 ივლისი, 1984) — რუმინელი ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. 2013-2014 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას.
გოგამ კარიერა დაიწყო კლუჟის „უნივერსიტატეაში“, სადაც თავიდან თამაშობდა ფლანგზე.
გოგა პირველ გუნდში დააწინაურეს 2003 წლის ზაფხულში, როდესაც „უნივერსიტატეა“ იყო რუმინეთის მეორე ლიგაში. მან გაიტანა გოლი და დაეხმარა კლუბს პირველ ლიგაში გადასვლაში წლების შემდეგ. „უნივერსიტატეას“ პირველ ლიგაში გადასვლამდე, გოგამ მიიპყრო დიდი ყურადღება, რამდენიმე კარგად ჩატარებული მატჩის შემდეგ ნახევარი სეზონის განმავლობაში კლუბის მიერ ცუდად ნათამაშები მატჩების შემდეგ, მის მიმართ ინტერესი გამოთქვა რამდენიმე კლუბმა, მათ შორის „ტიმიშოარამ“, რომელმაც შესთავაზა 1 მილიონი ევროს გადახდა და 12 ფეხბურთელის დათმობა ნიჭიერი თავდამსხმელის სანაცვლოდ. თუმცა, შეთავაზებას არ დათანხმდა მისი კლუბი და გოგა დარჩა „უნივერსიტატეაში“ 2007-2008 წლების სეზონამდე.
2007-2008 წლების სეზონის ბოლოს მან საბოლოოდ გააფორმა კონტრაქტი „ტიმიშოარასთან“.
2008 წელს გოგამ კონტრაქტი გააფორმა „ტიმიშოარასთან“. მას გაჰქონდა გოლები „ტიმიშოარაში“, გაიტანა ორი გოლი ევროპის ლიგაზე, ამსტერდამის „აიაქსთან“ და ზაგრების „დინამოსთან“. 22 სექტემბერს მან გაიტანა გოლი რუმინეთის თასზე ბუქარესტის „იუვენტუსთან“ 3-1 მოგებულ მატჩში. სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ, ცამეტ ტურში ერთი გოლის გატანის შემდეგ, მან გაიტანა გამარჯვების გოლი 69-ე წუთზე „ვასლუისთან“ 2-1 მოგებულ მატჩში.[1] 2011 წლის 26 თებერვალს, გოგამ გაათანაბრა „გაზ მეთან მედიასთან“ 3-1 მოგებულ მატჩში.[2] ეს იყო მისი მესამე გოლი რუმინეთის ლიგა 1-ში იმ სეზონში. დორინმა ფანტასტიური გოლი გაიტანა კრაიოვას „უნივერსიტატეასთან“ 4-0 მოგებულ მატჩში. მან გაიტანა გოლი „ვიქტორიას“ წინააღმდეგ მატჩში[3]
2012 წლის 1 ივლისს გოგამ კონტრაქტი გააფორმა ბუქარესტის „რაპიდთან“. ის გამოუშვეს დეკემბერში, როდესაც კლუბი გადავიდა ადმინისტრაციის ხელში და ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზოგიერთ მოთამაშესთან კონტრაქტის გაწყვეტა.
2013 წელს გოგამ ხუთთვიანი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის საფეხბურთო კლუბ რამათ-განის „ჰაპოელთან“.[4]
2013 წლის ივლისში გოგამ კონტრაქტი გააფორმა თბილისის „დინამოსთან“,[5] რომელთან ერთადაც შეძლო გამხდარიყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასისა და საქართველოს სუპერთასის (2013) მფლობელი. 2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გოგამ ორ ლეგიონერთან, იენს იანსესთან და დარკო გლიშიჩთან ერთად „დინამო“ დატოვა.[6]