ელეონორა ზემეცკა

ელეონორა ზემეცკა

დაახლოებით 1869 წელი
დაბადების თარიღი 1819
იასენეცი, პოლონეთი
გარდაცვალების თარიღი 23 სექტემბერი, 1869 (50 წ.)
ვარშავა, რუსეთის იმპერია
პროფესია ფილოსოფოსი, მწერალი, პუბლიცისტი
ხელმოწერა

ელეონორა ზემეცკა (პოლ.. Eleonora Ziemięcka, დაბ. გაგატკევიჩი, პოლ. Gagatkiewicz; 1819, იასენეცი —23 სექტემბერი  1869, ვარშავა) —პოლონელი პუბლიცისტი, ფილოსოფიის პოპულარიზატორი, ქალთა მოძრაობის აქტივისტი.[1]

ბიოგრაფია, შემოქმედება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორა დაიბადა  იასენეცში. მამულში,  რომელიც ოკეცკის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, სადაც მამამისი ადმინისტრატორად მუშაობდა.  გოგონა ბებიამ, ასევე ელეონორამ აღზარდა, რომელმაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თანამედროვე რომანტიკული პოეტების ადამ მიცკევიჩის, იოზეფ ბოგდან ზალევსკის და ფრანცისეკ კარპინსკის შემოქმედებას.

პირველი ლექსები  თერთმეტი წლის ასაკში 1830 წელს გამოაქვეყნა სტანისლავ იახოვიჩის რედაქციით, საბავშვო ჟურნალში (Dziennik dla Dzieci). ამის შემდეგ, მან რეგულარულად დაიწყო თანამშრომლობა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებთან: Tygodnik Polski, Magazyn Powszechny და Pierwiosnka,  აქვეყნებდა ლიტერატურული ნაწარმოებებს (მოთხრობები, ზღაპრები) და სარედაქციო სტატიებს.

1834 წელს ელეონორა ცოლად გაჰყვა ენტონი ზემეცკის  და მეუღლესთან ერთად გაემგზავრა დრეზდენში, სადაც ისინი 1840 წლამდე ცხოვრობდნენ. შემდეგ ოჯახი ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად.[2]

მიუძღვნა  რა თავი ფილოსოფიას,  ელეონორა ზემეცკა ძირითადად ცდილობდა რწმენის შეჯერებას გონიერებასთან.  ეს სურვილი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა პირველ წიგნში «О filozofii», ("ფილოსოფიის შესახებ"), რომელიც გამოქვეყნდა  «Bibliot. Warszaw.» -ში 1841 წელს, სადაც ავტორი თამამად ეწინააღმდეგებოდა ჰეგელის სისტემას.[3]

საკუთარი  იდეების პროპაგანდისათვის, იმავე წელს  ელეონორამ დააარსა ჟურნალი «Pielgrzym», რომელიც მხოლოდ კრაშევსკის, გოლოვინსკისა და სხვების მხარდაჭერის წყალობით არსებობდა და 1846 წელს შეწყვიტა გამოცემა.

მოგვიანებით ზემეცკამ გამოაქვეყნა წიგნები ”ფიქრები ქალთა განათლებასთან დაკავშირებით” (პოლონ. ”Myśli o wychowaniu kobiet”; ვარშავა, 1843), ”ესეები კათოლიკური ფილოსოფიის შესახებ” (პოლონ. ”Zarysy filozofii katolickiej”; ბრესლავლი, 1857) და მრავალი სხვა ნაშრომი 1864 წელს მან წამოიწყო წიგნების სერიის ”უმაღლესი მეცნიერებების კურსი ქალებისათვის”[4] გამოცემა (პოლონ. ”Kurs nauk wyższych dla kobiet”), რომელიც შემოიფარგლებოდა ფსიქოლოგიისა და ესთეტიკის სახელმძღვანელოებით. ელეონორამ  ასევე ბელეტრისტიკაშიც მოსინჯა ძალები.

წერდა  მოთხრობებს ახალგაზრდებისა და ბავშვებისათვის. გამოუშვა ხალხურ ზღაპრებზე დაფუძნებული მოთხრობების კრებული (1860-1861).  ასევე თარგმნა ჯონ ჰენრი ნიუმანის შრომები (1858) და გამოაქვეყნა რამდენიმე კრიტიკული ესე. როგორც წესი, ლიტერატურულ შემოქმედებაში იგი კრიტიკულად უყურებდა რეალიზმს და უპირატესობას ანიჭებდა დიდაქტიკურ და ალეგორიულ ისტორიებს.

  1. MAK (პოლ.)
  2. Gabryl, Franciszek (May 18, 1914). "Polska filozofia religijna w wieku XIX". Nakł. Biblioteki Dzieł Chrześcijańskich – via Google Books.
  3. The Heathen - Google Books
  4. Faith and Fatherland - Google Books