ემონი | |
---|---|
ქვეყანა | შვედეთი |
სიგრძე | 220 კმ |
აუზის ფართობი | 4 471,9 კმ² |
ემონი ვიკისაწყობში |
ემონი (შვედ. Emån) — მდინარე სამხრეთ შვედეთში. სათავეს იღებს ბოდაფორსის დასახლების ჩრდილოეთით, სმოლანდის მაღლობებზე და მიედინება 220 კმ სიგრძეზე, სანამ შეერწყმევა ბალტიის ზღვას, ქალაქ ოსკარსჰამნის სამხრეთით.[1] [2]
ემონი პოპულარულია კანოოების მოყვარულებში, რადგან ის ადვილი სანაოსნოა და შვედეთის ფლორისა და ფაუნის ახლოს შეცნობის საშუალებას იძლევა.
მდინარეში 30-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია კალმახი.
ემონის ნაპირებთან მდებარე მნიშვნელოვანი დასახლებებია ჰოლსბიბრუნი, კვილსფორსი, მოლილა და ჰოგსბი.