პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვარლამ კილასონია | ||
დაბადების თარიღი | 13 აგვისტო, 1967 | ||
დაბადების ადგილი | რუსთავი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 1.86 მ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი/თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მეტალურგი რუსთავი (მთავარი მწვრთნელი) | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1986 | მეტალურგი რუსთავი | 23 | (1) |
1990 | ალაზანი გურჯაანი | 36 | (9) |
1991–1992 | კახეთი თელავი | 52 | (36) |
1992–1995 | მეტალურგი რუსთავი | 78 | (57) |
1995–1996 | ლოკომოტივი სანქტ-პეტერბურგი | 55 | (39) |
1996–1998 | დნიპრო დნეპროპეტროვსკი | 16 | (1) |
1998 | კუბანი კრასნოდარი | 9 | (1) |
1998–1999 | ლოკომოტივი თბილისი | 6 | (3) |
1999–2000 | გორდა რუსთავი | 34 | (24) |
2000–2001 | თურანი თოვუზი | 13 | (5) |
2001–2003 | გორდა რუსთავი | 8 | (4) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2006-2007 | გორდა რუსთავი | ||
2009-2010 | მეტალურგი რუსთავი | ||
2010-2011 | გაგრა | ||
2013 | მეტალურგი რუსთავი (დუბლები) | ||
2013- | მეტალურგი რუსთავი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ვარლამ კილასონია (დ.13 აგვისტო, 1967,რუსთავი[1], საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან რუსთავის „მეტალურგს“ თავკაცობს[2].
ვარლამმა უმცროს ძმასთან, გიორგისთან ერთად კარიერა დაიწყო რუსთავის „მეტალურგში“. მათ ასევე ერთად ითამაშეს რუსულ სანქტ-პეტერბურგის „ლოკომოტივში“ (1995–1996), უკრაინულ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ (1996–1998), აზერბაიჯანულ „ტოვუზში“ და რუსთავის „გორდაში“.
1996 წელს გახდა რუსეთის პირველი ლიგის ბომბარდირი — 22 გოლი 34 მატჩში. მატჩში ლენინსკ-კუზნეცკის „ზარიას“ წინააღმდეგ (9:0), ვარლამმა რუსეთის პირველი ლიგის რეკორდი დაამყარა, გაიტანა 7 გოლი პენალტის შესრულების გარეშე.[3][4]
სხვადასხვა წლებში წვრთნიდა რუსთავის „მეტალურგს“,[5][6] 2010-2011 წლებში იყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მწვრთნელი, 2013 წლის დეკემბრიდან დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს და ისევ „მეტალურგის“ მწვრთნელია.
|