ვერნონ გენიოს ლითლი

ვერნონ გენიოს ლითლი“ (ინგლ. Vernon God Little) — თანამედროვე ავსტრალიელი მწერლის, დიბისი პიერის, 2003 წლის რომანი. ქართულ ენაზე 2006 წელს გამოიცა (ლიტერატურული პრემია „საბას” გამარჯვებული 2007 წელს). ავტორმა ამ რომანისთვის 2003 წელს ბუკერის პრემია მიიღო.

ტეხასის პატარა ქალაქ მარტირიოში შემაძრწუნებელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩვიდმეტი მოსწავლე ამოხოცეს. თანაკლასელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილია 15 წლის ვერნონ გრეგორი ლითლი, მანამდე არაფრით გამორჩეული მოსწავლე. პოლიცია და საზოგადოება ვერნონისაგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვს, სასამართლო სიკვდილს მიუსჯის, მასმედია კი ცდილობს, იგი ახალი ლაივშოუს გმირად აქციოს...

ბუკერის პრემიის ჟიურის წევრებმა რომანი დაახასიათეს, როგორც „გამაოგნებელი შავი კომედია, რომელიც ასახავს, როგორც ჩვენს შეშფოთებას, ასევე აღფრთოვანებას ამერიკის მიმართ.“[1]

ვერნონის, როგორც პრობლემური თინეიჯერის პერსონაჟს, ადარებენ ჰოლდენ კოლფილდს ჯერომ სელინჯერის რომანიდან „თამაში ჭვავის ყანაში“ და ჰეკლბერი ფინს მარკ ტვენის შემოქმედებიდან.

წიგნი დაწერილია მარტივ ენაზე, სატირული და მახვილგონივრული ირონიის გამოყენებით. ქალაქის სახელწოდება, რომელშიც ვერნონი ცხოვრობს, მარტირიო, ესპანურ ენაზე მოწამეობას ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Author Pierre wins Booker prize“. BBC. 2003.