ვიეტნამის დემოგრაფია

ვიეტნამის მოსახლეობის პირამიდა (2019)

ვიეტნამის დემოგრაფია ასახავს ქვეყნის მოსახლეობის მახასიათებლებს, როგორიცაა მოსახლეობის სიმჭიდროვე, ეთნიკური შემადგენლობა, განათლების დონე, ჯანმრთელობა და ჯანდაცვა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური მიკუთვნებულობა და სხვა ასპექტები.

ვიეტნამელები ქვეყნის მასშტაბით ვიეტნამის ჩრდილოეთ ნაწილიდან განსახლდნენ. ისინი სამხრეთით ორი ათასწლეული წინ გადაადგილდნენ და ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო დაიკავეს. ეთნიკურად ვიეტნამელები (ვიეტები, ოფიციალურად ცნობილი არიან როგორც კინჰები) დაბლობებზე ცხოვრობენ და ვიეტნამურ ენაზე საუბრობენ. სხვა ეთნიკური ჯგუფები მთიან რეგიონებში ცხოვრობენ. კინჰების ჯგუფი ვიეტნამის კულტურული და პოლიტიკური ლანდშაფტის დიდ ნაწილს წარმაოდგენენ.

ინდოჩინეთის ეთნოლინგვისტური რუკა 1970 წელს. შენიშვნა: შიდა მიგრაციის გამო რუკა საკმაოდ შეიცვალა

ვიეტნამის მთავრობის მონაცემებით ქვეყანაში 54 ეთნიკური ჯგუფია აღიარებული. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ვიეტის (კინჰი) ჯგუფია. 2019 წლის მონაცემებით ეთნიკურად ვიეტნამელები ქვეყნის მოსახლეობით 85.32%-ს შეადგენენე, ხოლო დანარჩენ ნაწილს არავიეტნამელი ეთნკური ჯგუფები იკავებენ. ეთნიკურად ვიეტნამელები ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე ოდნავ ნაკლებს იკავებენ, ხოლო ეთნიკური უმცირესობები ვიეტნამის ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე სახლობენ, თუმცა ქვეყნის უფრო ნაკლებად ნაყოფიერ ტერიტორიებზე არიან დამკვიდრებული.

1975 წელს ვიეტნამის გაერთიანების შემდეგ ვიეტნამსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები შენელდა. სსრკ-ჩინეთის განხეთქილების დროს ვიეტნამმა საბჭოთა კავშირის მხარე დაიჭირა. სიტუაციის დაძაბვას ვიეტნამსა და კამბოჯას შორის ომი მოჰყვა, რომელშიც კამბოჯას პოლ პოტი ხელმძღვანელობდა და ჩინეთის მოკავშირე იყო. შედეგად 1979 წელს ჩინეთი ვიეტნამში შეიჭრა. 1978-1979 წლებში ქვეყანა ნავების მეშვეობით 450 000-მდე ეთნიკურად ჩინელმა დატოვა, რომელთა ნაწილიც ოფიციალურად იყო შეგულიანებულ და მხარდაჭერილი. ეთნიკურად ჩინელი მოსახლეობის წილი უწყვეტად მცირდება 1970-იანი წლების შემდეგ ასიმილაციისა და შობადობის დაბალი დონის გამო.

ცენტრალური მაღალმთიანეთის მკვიდრებს თჰიონგებს („მაღალმთიელები“) უწოდებენ. ისინი ორი მთავარი ეთნოლინგვისტური ჯგუფისგან შედგებიან: მალაი-პოლინეზიელი და მონ-ქჰმერების ჯგუფისგან. მაღალმთიან ტერიტორიებზე სხვადასხვა კულტურისა და დიალექტის მქონე 30-მდე ჯგუფი ცხოვრობს.

ეთნიკური უმცირესობის სხვა ჯგუფებს შორის აღსანიშნავია: ტიამები, ტიამპის სამეფოს შთამომავლები, რომელიც XV საუკუნეში ვიეტნამელებმა დაიპყრეს; ჰმონგები და თჰაის ხალხი.

ვიეტნამის მოსახლეობის დინამიკა

ქვეყნის ოფიციალური ენა ვიეტნამურია. იგი ავსტროაზიურ ენათა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ასევე მოიცავს ქჰმერებისა და მონის ენებს. 1999 წლის აღწერის მიხედვით ვიეტნამურ ენაზე 85-90 მილიონი ადამიანი საუბრობს. XXI საუკუნის დასაწყისში ვიეტნამის საზღვრებს გარეთ ვიეტნამურ ენაზე 4 მილიონამდე ადამიანი საუბრობდა, მეტწილად ვიეტნამ-ამერიკის ომის ლტოლვილები. ავსტოაზიური ენათა ოჯახის ენებიდან ყველაზე მეტი მოსაუბრე სწორედ ვიეტნამურ ენას ჰყავს. ვიეტნამურ ენაზე სამჯერ მეტი ადამიანი საუბრობს, ვიდრე ქმერულზე, რომელიც მეორე ადგილზეა ავსტროაზიურ ენებს შორის. აღსანიშნავია, რომ ორივე ენა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება: ვიეტნამური ენა ტონალური, მონოსილაბური ენაა, ხოლო ქმერული არატონალურია. ვიეტნამურ ენაზე დიდი გავლენა იქონია ჩინურმა ენამ და შედეგად სიტყვების 50-70% ჩინური წარმომავლობისაა. ქმერულზე სანსკრიტმა და პალიმ იქონია გავლენა და სიტყვების დიდი ნაწილი ინდური ენებიდანაა შემოსული. XX საუკუნიდან მოყოლებული ვიეტნამური ენა რომანიზებულ დამწერლობას იყენებს, რომელიც ფრანგებმა შემოიღეს, იეზუიტმა მისიონერებმა განავითარეს ალექსანდრე დე როდეს მეთაურობით, მოგვიანებით ვიეტნამელმა სწავლულებმა დახვეწეს და იმ სახით ჩამოყალიბდა, რასაც დღეს ვიეტნამური ანბანის სახელწოდებით ვიცნობთ.

2019 წლის მონაცემებით ვიეტნამის მოსახლეობა შემდეგ რელიგიურ ჯგუფებს მიეკუთვნება:[1] 86.32% ― ვიეტნამური სახალხო რელიგიები ან არარელიგიურები; 6.1% ― კათოლიციზმი; 4.79% ― ბუდიზმი (მეტწილად მაჰაიანა); 1.02% ― ჰოაჰაო; 1% ― პროტესტანტიზმი; <1% ― კაოდაი; 0.77 ― სხვა.

ვიეტნამელთა დიდი ნაწილი საკუთარ თავს ათეისტად მიიჩნევს, თუმცა დღემდე ტრადიციული სახალხო რელიგიების ან მაჰაიანური ბუდიზმის მიმდევარია.[2]

ვიეტნამის მოსახლეობის პირამიდა (2017)
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის დინამიკა ვიეტნამში

ვიეტნამში სქესობრივი თანაფარდობა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:[3][4] დაბადებისას: 1.07 კაცი/ქალი; 15 წლამდე ასაკის: 1.08 კაცი/ქალი; 15–64: 0.98 კაცი/ქალი; 65 და უფროსი ასაკის: 0.63 კაცი/ქალი; ჯამი: 0.98 კაცი/ქალი

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მაჩვენებელბი ცხრილშია მოცემული:[5]

პერიოდი სმხ
წელი
პერიოდი სმხ
წელი
1955–1960 57.3 1990–1995 71.2
1960–1965 60.5 1995–2000 72.7
1965–1970 62.3 2000–2005 73.8
1970–1975 57.8 2005–2010 74.7
1975–1980 66.1 2010–2015 75.6
1980–1985 68.1

მსოფლიო ბანკის მიხედვით ვიეტნამელთა წერა-კითხვის დონე (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მიერ წერა-კითხვის ცოდნა) ქვემოთაა მოცემული:[6][7][8][9]

მთელი მოსახლეობაა: 95.6% (2014 წლის აღწერით) / 95.8% (2019 წლის აღწერით); კაცი: 96.9% / 97% (2019 წლის აღწერით); ქალი: 91.9% (2012) / 94.6% (2019 წლის აღწერით).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Report on Results of the 2019 Census. General Statistics Office of Vietnam. ციტირების თარიღი: 1 May 2020
  2. https://www.researchgate.net/profile/Vu_Van6/publication/339743111_From_Religious_Heritage_to_Cultural_Heritage_Study_the_Heritage_of_Buddhism_in_Vietnam/links/5e6a03af299bf1b9f7ce4785/From-Religious-Heritage-to-Cultural-Heritage-Study-the-Heritage-of-Buddhism-in-Vietnam.pdf
  3. Vietnam: sex ratio at birth 2020 en. ციტირების თარიღი: 2020-12-02
  4. Recent Change in the Sex Ratio at Birth in Viet Nam en. ციტირების თარიღი: 2020-12-02
  5. World Population Prospects – Population Division – United Nations. ციტირების თარიღი: 2017-07-15
  6. Literacy rate, youth male (% of males ages 15-24) - Vietnam | Data. ციტირების თარიღი: 2020-12-02
  7. Vietnam: total literacy rate of adults 2018 en. ციტირების თარიღი: 2020-12-02
  8. Top 4 Benefits of Starting a Business in Vietnam en-US (2020-04-07). ციტირების თარიღი: 2020-12-02
  9. Vietnam 2019 Census vi (2019-07-11).