თემისკირა (ბერძ. Θεμίσκυρα) — ანტიკური ბერძნული დასახლება თემისკირას დაბლობზე, მდინარე თერმოდონის (თანამედროვე თერმე) პირას არსებული ქალაქი. ლეგენდის თანახმად ის ამაზონების სამშობლოდ მიიჩნევა.
თემისკირა პირველად ჰეროდოტეს ეპოქაში მოიხსენიება, ჰეროდოტე გვამცნობს ამორძალი მებრძლების შესახემ თემისკირიდან.[1] პტოლემე უდავოდ ცდება როცა ქალაქის მდებარეობას უფრო დასავლეთით მდინარე ირისის (იეშილ-ირმაქი) და ჰერაკლეს კონცხის მიდამოებს უკავშირებს. სქილაკი მას ბერძნულ დასახლებას უწოდებს; ხოლო დიოდორე სიცილიელი, წერს რომ ის ამაზონის სამეფოს მიერ იყო დაარსებული. მითრიდატე IV-ის ანატოლიიდან გამობრუნების შემგდომ, თემისკირა ალყაში მოაქცია ლუკულუსმა, ადგილობრივი მოსახლეობა თავს დიდი ვაჟკაცობით იცავდა; და როდესაც ქალაქის კედლები შეირყა მათ ლუკულუსის წინააღმდეგ გამოიყენეს დათვები და სხვა გარეული ცხოველებიც კი. მიუხედავად მათი თავგანწირული ბრძოლისა, ქალაქი საბოლოოდ განადგურდა. პომპონიუს მელა გვაუწყებს რომ ქალაქი უკვე აღარ არსებობდა, ხოლო სტრაბონი კი უკვე აღარ მოიხსენიებს მას. ანტიკურ ხანაში თემისკრია ცნობილი იყო თაფლის წარმოებით.[2]