თვითმკვლელი ქალწულები | |
---|---|
ავტორი | ჯეფრი იუჯინიდისი |
გამოცემულია | 1993 |
ქართულად თარგმნა | თამარ ლომიძე |
გვერდი | 292 |
„თვითმკვლელი ქალწულები“ (ინგლ. The Virgin Suicides) — ამერიკელი ავტორის, ჯეფრი იუჯინიდისის სადებიუტო რომანი, გამოქვეყნდა 1993 წელს. ნაწარმოები, რომელშიც მოქმედება 1970-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში მიმდინარეობს, ლისბონების ოჯახის ხუთი დის შესახებ მოგვითხრობს. რომანი ანონიმი თინეიჯერი ბიჭების პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომლებიც ცდილობენ გოგონების სიკვდილს ახსნა მოუძებნონ.
წიგნის პირველი თავი 1990 წელს ჟურნალში The Paris Review გამოქვეყნდა.[1] 1999 წელს რომანის მიხედვით რეჟისორმა სოფია კოპოლამ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს კირსტენ დანსტი ასრულებს.