ინდური აბრეშუმხვევია

ინდური აბრეშუმხვევია

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ფარშავანგთვალასებრნი
გვარი:  მუხის აბრეშუმხვევია
სახეობა:  ინდური აბრეშუმხვევია
ლათინური სახელი
Antheraea paphia (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Phalaena (Bombyx) paphia (Linnaeus, 1758)
  • Phalaena (Attacus) mylitta (Drury, 1773)
  • Antheraea mylitta (Drury, 1773)

ინდური აბრეშუმხვევია, ტუსორი (ლათ. Antheraea paphia) — პეპელა ფარშავანგთვალასებრთა ოჯახისა. მისი მუხლუხები დაჭუპრების წინ თავის მიერ გამოყოფილ აბრეშუმის ძაფს მეტნაკლებად იყენებენ პარკის ასახვევად. წელიწადში იძლევა რამდენიმე თაობას (ჩვეულებრივ 3-ს), პარკი შედარებით მსხვილია, სიგრძით 3,5–7 სმ. იკვებება მუხისა და აბუსალათინის ფოთლით. პარკის ფერი დამოკიდებულია საკვებ მცენარეზე. იკვებება 40 დღის განმავლობაში. ძაფისაგან ამზადებენ ჩესუჩის ტიპის უხეშ აბრეშუმს. გავრცელებულია ინდოეთში.[1]

  1. თუხარელი ი., ველური აბრეშუმხვევიები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 352.