ირანული შავტუხა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Erebia iranica (Grum-Grshimailo, 1895) | |||||||||||||||
|
ირანული შავტუხა,[1] ირანული ხავერდულა[2] (ლათ. Erebia iranica) — დღის პეპელა, კავკასიის ფართო ენდემი. გავრცელებულია კავკასიონზე, სამხრეთ კავკასიაში, მცირე აზიასა და ირანში.[2]
საშუალო ზომის მოშავო-ყავისფერი პეპელაა, რომლის ზედაპირი ხავერდისებურია. ზედა ფრთების გარეთა ზედა კუთხეში ორი თეთრარშიიანი თვალუკი შეიმჩნევა; დანარჩენი გამყოლი თვალუკები კი თანდათან რედუცირდება და ქრება. ასეთივე თვალუკები ემჩნევა ქვედა ფრთების გარეთა კიდეზეც.[2]
ირანული ხავერდულას ადრინდელი ქვესახეობა E. i. sheljuzhkoi (Warren, 1935), რომელიც დიდ კავკასიონზეა გავრცელებული,[2] 2019 წლიდან ცალკე სახეობადაა გამოყოფილი (არ დადგინდა რაიმე მჭიდრო ნათესაური კავშირი და ახლო გარეგნული მსგავსება სხვა ქვესახეობებთან) და Erebia sheljuzhkoi ეწოდება.[3] ქვესახეობა E. i. dromulus (Staudinger, 1901), რომელიც ძირითადად მცირე კავკასიონზე, სამხრეთ საქართველოსა და სომხეთის მთიანეთში გვხვდება, ფრენს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე 1900–2000 მეტრიდან 3500 მეტრამდე.[2] ქვესახეობა E. i. iranica გვხვდება ჩრდილოეთ ირანში, E. i. transcaucasica — მცირე კავკასიონზე, E. i. graucasica — კავკასიონზე.[3]
მცირერიცხოვანია. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორი გადაჭარბებული ძოვებაა. რელიქტია.[2] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[4]
|date=
-ში (დახმარება)