იშა

იშა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  Prangos
სახეობა:  იშა
ლათინური სახელი
Prangos ferulacea (L.) Lindl., 1825

იშა (ლათ. Prangos ferulacea) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. სიმაღლეში 150 სმ-მდეა. ფესვის ყელი სქლად არის დაფარული ბოჭკოებით. აქვს მსხვილი, შუა ნაწილიდან ძლიერად დატოტვილი, მოპირისპირედ განთავსებული ტოტები. გრძელყუნწიანია დიდი ზომის, ფართო, კვერცხისებური ფორმის ქვედა ფოთლები, რომლებიც მრავალჯერაა ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ-ჯაგრისებურ ნაკვთულებად. გვირგვინის ფურცლები ყვითელია. ნაყოფი დიდია, თეთრი ფერის, ფრთები სწორია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, სირიასა და ირანში. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება კახეთში, ქართლსა და ჯავახეთში. იზრდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე.[1]

  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 48.