კაიო-რომანო — კუნძული კუბის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, კამაგუეის პროვინციაში. იგი უდიდესი კუნძულია ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგში და მისი ფართობი 777 კმ²-ს შეადგენს.[1] ადმინისტრაციულად შედის ესმერალდას მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
კუნძული პოპულარულია ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთა (birdwatchers) შორის, მაგრამ ძალზედ განუვითარებელია ახლოს მდებარე ინტენსიურ საკურორტო კუნძულ კაიო-კოკოსთან შედარებით.[2]
სამხრეთით მდებარე ხიგეის უბე მას კუნძულ კუბისგან გამოყოფს. ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, კერძოდ ძველი ბაჰამის სრუტე. ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან მდებარეობს კუნძული კაიო-პარდეომ-გრანდე, რომელზეც აღმართულია ძველი შუქურა. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე წარმოდგენილია მრავალი პატარა კუნძული და რიფი.