ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კახაბერ ჩხეტიანი | ||
დაბადების თარიღი | 24 თებერვალი, 1978 | ||
დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–2001 | ტორპედო ქუთაისი | 116 | (7) |
2001–2003 | დებრეცენი | 45 | (4) |
2003 | პეჩი მფკ | 7 | (0) |
2004 | ტავრია | 20 | (0) |
2005–2007 | ზესტაფონი | 78 | (1) |
2008–2010 | სიმურგი | 65 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–1999 | საქართველო U21 | 9 | (0) |
1998 | საქართველო | 1 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2011–2013 | ტორპედო ქუთაისი (ასისტენტი) | ||
2013–2014 | მერანი მარტვილი | ||
2014 | ზესტაფონი (ასისტენტი) | ||
2015 | დინამო თბილისი (ასისტენტი) | ||
2016–2019 | ტორპედო ქუთაისი | ||
2019–2020 | დინამო თბილისი | ||
2021 | ტორპედო ქუთაისი | ||
2022– | ტორპედო ქუთაისი | ||
2024– | კოლხეთი-1913 | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კახაბერ ჩხეტიანი (დ. 24 თებერვალი, 1978, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი.
კახაბერ ჩხეტიანმა სამწვრთნელო კარიერა 2011 წელს დაიწყო. ის მუშაობდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე „ტორპედო“ ქუთაისში. 2013 წელს კახაბერ ჩხეტიანი სათავეში ჩაუდგა მარტვილის „მერანს“. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვა.[1] 2014 წელს ის მუშაობდა ზესტაფონში მწვრთნელის ასისტენტად. 2015 წელს, კახაბერ ჩხეტიანი დაინიშნა „დინამო“ თბილისში გია გეგუჩაძის ასისტენტად.
2016 წლის სექტემბერში, კახაბერ ჩხეტიანი დაინიშნა „ტორპედო“ ქუთაისის მთავარ მწვრთნელად.[2] მისი მწვრთნელობის პერიოდში, გუნდმა მოიგო ეროვნული ლიგა, ორჯერ საქართველოს საფეხბურთო თასი და ორჯერ საქართველოს საფეხბურთო სუპერთასი. 2019 წლის ბოლოს, კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის გამო კახაბერ ჩხეტიანმა გუნდი დატოვა. 2019 წლის დეკემბერში ის თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 2020 წლის აგვისტოში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში წაგებული მატჩის შემდეგ კახაბერ ჩხეტიანი გუნდიდან გაათავისუფლეს.
2021 წლის ივნისში კახაბერ ჩხეტიანი მეორედ დაინიშნა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე[3], თუმცა იმავე წლის 1-ელ ნოემბერს გუნდის დირექციამ ის გაათავისუფლა. კახაბერ ჩხეტიანის გაშვების მთავარი მიზეზი გუნდის მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგები და არსებული სატურნირო ვითარება იყო.[4]
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)