კომბოსტოს ფოთოლჭამია (ლათ. Phaedon cochleariae) — ფართოდ გავრცელებული მავნებელი ფოთლიჭამიასებრთა ოჯახისა. ბინადრობს ევროპაში.[1] კვერცხის ფორმისაა, ლურჯი ან წითელი ფერის. მამრის სიგრძე 3–3,5 მმ-ია, მდედრისა — 4–4,5 მმ, მატლები 5,5 მმ სიგრძისაა, ფერად მუქი-ყვითელი, შავი თავით. იზამთრებენ მცენარულ ნარჩენებში, გაზაფხულზე იკვებებიან კომბოსტოს ნათესში გავრცელებული სარეველებით, შემდეგ გადადიან კულტურულ მცენარეებზე, მათ შორის რაფსზეც. კვერცხს დებენ პატარა ორმოებში. ემბრიონალური განვითარება 8–12 დღე გრძელდება. წელიწადში ერთხელ მრავლდებიან.[2]
|
---|
| სახეობები |
|
---|
| დაავადებები |
კილა, კომბოსტოს ფომოზი, კომბოსტოს ფუზარიოზული ჭკნობა, ნაცრისფერი სიდამპლე, კომბოსტოს ალტერნარიოზი, კომბოსტოს ჭრაქი, კომბოსტოს თეთრი ლაქიანობა, კომბოსტოს რიზოქტონიოზი, კომბოსტოს თეთრი სიდამპლე, კომბოსტოს მოზაიკა, კომბოსტოს ლორწოვანი ბაქტერიოზი, კომბოსტოს ბლეკროტი
|
---|
| მავნებლები | |
---|
| |
|