მაია გოიკოვიჩი | |
სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 23 აპრილი, 2014 |
პრეზიდენტი | ტომისლავ ნიკოლიჩი, ალექსანდარ ვუჩიჩი |
წინამორბედი | ნებოიშა სტეფანოვიჩი |
ნოვი-სადის მერი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 ოქტომბერი, 2004 – 16 ივნისი, 2008 | |
წინამორბედი | ბორისლავ ნოვაკოვიჩი |
მემკვიდრე | იგორ პავლიჩიჩი |
დაბადებული | 22 მაისი, 1963 ნოვი-სადი, ისფრ |
ეროვნება | სერბი |
პოლიტიკური პარტია | სერბეთის პროგრესული პარტია (2012-დან) სერბეთის გაერთიანებული რეგიონები (2010-2012 წწ.) სერბეთის სახალხო პარტია (2008-2012 წწ.) სერბეთის რადიკალური პარტია (1991-2008 წწ.) სერბეთის სახალხო რადიკალური პარტია (1990-1991 წწ.) |
განათლება | ნოვი-სადის უნივერსიტეტი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მაია გოიკოვიჩი (სერბ. Maja Gojković, Маја Гојковић; დ. 22 მაისი 1963, ნოვი-სადი) — სერბი ადვოკატი და პოლიტიკოსი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე 2014 წლის 23 აპრილიდან. სერბეთის პროგრესული პარტიის წევრი.
1987 წელს დაასრულა ნოვი-სადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989 წლიდან მუშაობდა საოჯახო იურიდიულ ფირმაში.
მაია გოიკოვიჩი იყო რადიკალური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავდაპირველად იგი იყო გენერალური მდივანი, ხოლო შემდეგ აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და პარტიის ლიდერის მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა ვოისლავ შეშელის იურიდიულ მრჩევლად ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალამდე.
1992 წლიდან იგი იყო იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1996-2000 წლებში ვოევოდინის პარლამენტის წევრი. 1998 წლის მარტიდან 1999 წლის ნოემბრამდე ეკავა სერბეთის მთავრობის უპორტფელო მინისტრის თანამდებობა, ხოლო შემდეგ იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 2004 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ივნისამდე იყო ქალაქ ნოვი-სადის მერი.
2008 წლიდან გავიდა სერბეთის რადიკალური პარტიის რიგებიდან და სათავეში ჩაუდგა სახალხო პარტიას, რომელიც შეუერთდა კოალიციას „სერბეთის გაერთიანებული რეგიონები“. 2012 წელს მან მიიღო სერბეთის ეროვნული ასამბლეის სახალხო დეპუტატის მანდატი, ამავე წელს იგი შეუერთდა სერბეთის პროგრესული პარტიის რიგებს.
2014 წლის 23 აპრილს აირჩიეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ[1].