მალტის კონსტიტუცია (მალტ.Konstituzzjoni ta' Malta) ― მიღებულ იქნა 1964 წლის 21 სექტემბერს. მალტის კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ნებისმიერი კანონი ან ქმედება, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგაა მიმართული, არაკანონიერად ითვლება. იგი ხისტი კონსტიტუციაა და იმისთვის, რომ მასში ცვლილებები შევიდეს, სამდონიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო.
მალტის 1964 წლის კონსტიტუცია ქვეყანას ლიბერალურ საპარლამენტო დემოკრატიად აცხადებს.[1] კონსტიტუციით დაცულია ადამიანისა და მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები და ხელისუფლება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლოს ხელისუფლების შტოებს შორისაა გამიჯნული. რეგულარული არჩევნები საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე იმართება. მალტის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო რელიგიად კათოლიციზმია გამოცხადებული.[2] რელიგიური განათლება სავალდებულო განათლების ნაწილია.[3]
ისტორიის მანძილზე მალტაში არაერთი კონსტიტუცია მოქმედებდა.
უელსის პრინცი სენატორებთან და სხვა წარჩინებულებთან ერთად მალტის ახალი კონსტიტუციის ინაუგურაციაზე. 1921 წლის 1-ელი ნოემბერი. მალტის ორდენის დიდოსტატის სასახლე, ვალეტა
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.