სოფელი | |
---|---|
მუხაესტატე | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მუხაესტატე |
კოორდინატები | 41°50′31″ ჩ. გ. 41°51′59″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 41.86639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2045[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 %, რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მუხაესტატე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მუხაესტატე). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ქობულეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს საავტომობილო გზა.
გადმოცემის თანახმად სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია ტყვეთა სყიდვასთან. ჭანიეთელი გლეხი ესტატე ბავშვებს იტაცებდა და ოსმალეთში ჰყიდდა. ერთხელ, როდესაც მუშტარი დათქმულ ადგილას არ დახვდა, მან ბავშვი მუხაზე მიაბა და ხეზე კი სახელი ესტატე ამოკაწრა, რათა მყიდველს გაეგო ბავშვი ვინ მიუყვანა და ფული ხის ფუღუროში დაეტოვებინა. წლების შემდეგ ესტატეს მღვდლისთვის აღსარებაში გაუნდია ეს ამბავი და ადგილიც დაუსახელებია. ხალხში ეს ამბავი გავრცელდა და ადგილს მუხაესტატე დაერქვა.[2]
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს აქ გაჩნდა ვაჭარ-მიკიტანთა დასახლება დუქნებით და ფარდულებით.[3]
საბჭოთა პერიოდში მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები ზენითი, ალამბარი და ზედა კონდიდი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2045 კაცი[1].
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1974[4][5] |
2014 | 2045[1] ![]() |
|