მძიმე მეტალის მოდა

წვეტებიანი სამაჯური მეტალის ფანებს შორის ჩვეულებრივი ელემენტია

მძიმე მეტალის მოდა — ჩაცმის ორიგინალური სტილი, სხეულის მოდიფიკაცია, მაკიაჟი, თმის ვარცხნილობა და ასე შემდეგ, რომელსაც ატარებენ მძიმე მეტალის ფანები, ან, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, მეტალჰიდები (ჰიდბანგერები).

მძიმე მეტალთან ასოცირებულ ჩაცმის სტილს ფესვები ბაიკერთა,[1] როკერთა და ტყავის კულტურებში აქვს. მძიმე მეტალის მოდა მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა ტყავის ქურთუკები, მაღალყელიანი კალათბურთის ფეხსაცმელი (განსაკუთრებით ძველი სკოლის თრეშ მეტალისტებს შორის), ლურჯი ან შავი ტანზე მომდგარი ჯინსი, კომუფლიაჟური შარვალი ან შორტები და ჯინსის ქურთუკები ან საბრძოლო ჟილეტები, ხშირად შემკული სამკერდე ნიშნებით. როგორც ბაიკერების შემთხვევაში, გარკვეული დამატებაა აქვს გერმანიკულ სახეობას, მაგალითად: რკინის ჯვარი.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]