ნიტროზონიუმის იონი | |
ზოგადი | |
---|---|
შემოკლება | NO(+) |
ტრადიციული სახელწოდება | იმინოოქსიდანიუმი |
კლასიფიკაცია | |
CAS | 14452-93-8 |
PubChem | 84878 |
SMILES |
|
ნიტროზონიუმის იონი ფორმულით NO+, სადაც აზოტის ატომი შეერთებულია ჟანგბადის ატომთან მესამე ბმის რიგით და მთლიანად დადებით მუხტს ატარებს. ეს იონი ჩვეულებრივ მიიღება როგორც მარილები: NOClO4, NOSO4H (ნიტროზილგოგირდმჟავა (რომელიც უფრო ზუსტად ჩაიწერება ფორმულით ONSO3OH) და NOBF4. პერქლორატისა და ტეტრაფთორბორატის მარილები ოდნავ ხსნადია CH3CN-ში. NOBF4-ის გასუფთავება ხდება სუბლიმაციით 200–250 °C-ზე ვაკუუმეში.
NO+ იზოელექტრიკია CO-სთან, CN−=სთან და აზოტთან. ის მიიღება აზოტოვანი მჟავის პროტონირებით:
NO+ რეაქციაში შედის წყალთან და წარმოქმნის აზოტოვან მჟავას:
ამ მიზეზით NOBF4 დაცული უნდა ქნეს არა მხოლოდ წყლისგან, არამედ ჰაერში არსებული ორთქლისაგან. ფუძეებთან რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს ნიტრიტი:
NO+ რეაქციაში შედის არილის ამინებთან(ArNH2) და გამოყოფს დიაზონიუმის მარილებს (ArNsub>2+). მიღებული დიაზონიუმის ჯგული (არა როგორც ამინოჯგუფი) ადვილად ნაცვლდება სხვადასხვა ნუკლეოფილებით.
NO+, მაგალითად NOBF4, ძლიერი მჟანგავია:[1]
მარილი NOBF4 მოასხერხებელი გამოსაყენებელია იმიტომ, რომ მისი რეაქციის თანაპროდუქტი, NO, აირია, რომელიც რეაქციის არეს აზოტის ნაკადით შეგვიძლია მოვაშოროთ. ჰაერთან შეხებისას NO წარმოქმნის NO2-ს, რომელსაც , თუ არ მოვაშორებთ, შეუძლია გამოიწვიოს მეორადი, არასასურველი რეაქციები. NO2-ს არსებობა ადვილი დასადგენია მისთვის მახასიათებელი ფორთოხლისფერი ფერით.
ელექტრონებით მდიდარი არენების ნიტროზილაცია ხდება NOBF4-ის საშუალებით.[2] ერთ-ერთი მაგალითი მოიცავს ანიზოლის გამოყენებას:
ნიტროზონიუმი, NO+, ხანდახან ეშლებათ ნიტრონიუმში NO2+, რომელიც ნიტრირების მთავარი მოქმედი იონია. ეს ორი ნივთიერება ერთმანეთისაგან ძალიან განსხვევდებათ. ნიტრონიუმი უფრო ძლიერი ელექტროფილია, ვიდრე ნიტროზონიუმი იქიდან გამომდინარე, რომ პირველი უფრო ძლიერი მჟავიდან მიიღება (აზოტმჟავისგან), ხოლო მეორე სუსტისაგან (აზოტოვანი მჟავა).
NOBF4 რეაქციაში შედის ზოგიერთი მეტალის კარბონილის კომპლექსებთან და წარმოქმნის შესაბამისი მეტალის ნიტროზილის კომპლექსებს.[3] აქედან გამომდინარე, საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, რომ გადავიტანოთ ელექტრონი, და არა ნიტროზონიუმის იონი [NO]+.