ოუკვუდი (ინგლ. Oakwood) — ლონდონის მეტროს მიწისზედა სადგური, ენფილდის რაიონში (ლონდონი), პიკადილის ხაზში. 2017 წელს ოუკვუდის სადგური 2.89 ადამიანს მოემსახურა
სადგური Enfield West-ის სახელით 1933 წლის 13 მარტს გაიხსნა.[1] სადგურის მომავალი სახელი შესაძლო სამი ალტერნატივა არსებობდა: Oakwood, Merryhills და East Barnet. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში იგი ჩრდილოეთის ბოლო სადგური იყო, სანამ 1933 წლის 31 ივლისს პიკადილის ხაზმა უკანასკნელ გაჩერებას — Cockfosters-ს მიაღწია. 1934 წლის 3 მაისს სადგურს სახელი გადაერქვა — Enfield (Oakwood), ხოლო 1946 წლის 1 სექტემბარს მას დღევანდელი სახელი ეწოდა.