პეგუს ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 20°55′ ჩ. გ. 95°14′ ა. გ. / 20.9217° ჩ. გ. 95.2483° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | პოპა |
სიმაღლე | 1518 მ |
სიგრძე | 475 კმ |
სიგანე | 60 კმ |
პეგუს ქედი, პეგუ-იომა, ბაგო-იომა (ბირმ. ပဲခူးရိုးမ) — დაბალი ქედი სამხრეთ-ცენტრალურ მიანმარში. მდინარების ირავადისა და სიტაუნის წყალგამყოფი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 475 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 60 კმ-ზე. საშუალო სიმაღლე დაახლოებით 600 მ, მაქსიმალური სიმაღლე 1518 მ (სტრატოვულკანი პოპა).[1] აგებულია თიხაფიქლებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა ხეობებით. ქედის ფარგლებში სათავეს იღებს მდინარეები ბაგო და სიტაუნი. აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება ტექტონა და სხვა ტროპიკული მცენარეები. განირჩევა მაღალი სეისმურობით. სინგუტარის მთაზე აშენებულია შვედაგონის პაგოდა.[2] 1960-იან წლებში პეგუს ქედი მეამბოხე კომუნისტების თავშესაფარს წარმოადგენდა.[3]