ჟან-ჟაკ პოლე | |
---|---|
ფრანგ. Jean-Jacques Paulet | |
დაბ. თარიღი | 26 აპრილი, 1740[1] |
დაბ. ადგილი | Anduze |
გარდ. თარიღი | 4 აგვისტო, 1826[2] [3] [4] [1] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | ფონტენბლო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | ბოტანიკოსი, მიკოლოგი და ბუნებისმეტყველი |
ალმა-მატერი | მონპელიეს უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[5] |
ჟან-ჟაკ პოლე (ფრანგ. Jean-Jacques Paulet; დ. 26 აპრილი, 1740 — გ. 4 აგვისტო, 1826) — ფრანგი ექიმი და მიკოლოგი. ტერმინ „მიკოლოგიის“ ავტორი.
დაიბადა 1740 წლის 26 აპრილს. მედიცინას სწავლობდა მონპელიეს უნივერსიტეტში. 1764 წელს მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. 1764-1802 წლებში ექიმად მუშაობდა პარიზში. მოგვიანებით გავიდა პენსიაზე და ფონტენბლოში გადასახლდა. 1821 წლის 22 ოქტომბერს იგი არჩეულ იქნა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. გარდაიცვალა 1826 წლის 4 აგვისტოს ფონტენბლოში.
1790-1793 წლებში გამოიცა მისი ორტომიანი ნაშრომი Traité des champignons.
მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Paulet.[6]