რატი ანდრონიკაშვილი | |
---|---|
კრეიტონი აშშ | |
გამთამაშებელი / მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
19 მარტი, 2001 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 193 სმ |
წონა | 84.5 კგ |
რატი ანდრონიკაშვილი — ქართველი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს ამერიკის კოლეჯთა ლიგის კრეიტონ ბლუჯეისში, აღმოსავლეთის დიდი კონფერენცია. 1.93 მეტრის სიმაღლის კალათბურთელი გამთამაშებლისა და მსროლელის პოზიციებზე თამაშობს.
ანდრონიკაშვილი საქართველოს სუპერლიგის გუნდ ენერჯი ინვესტს 2020 წელს შეუერთდა, სადაც საშუალოდ 7.0 ქულას, 1.0 მოხსნასა და 1.0 გადაცემას ასრულებდა.[1] 2020 წლის მაისში ანდრონიკაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკის შეერთებული შტატების კოლეჯთა ლიგის გუნდთან, კრეიტონ ბლუჯეისთან.[2]
2020 წლის 6 ნოემბერს ანდრონიკაშვილმა წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა მთელი სეზონი გამოეტოვებინა.[3]
2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სანაკრებო შეკრების შემდეგ ქართველი კალათბურთელი კრეიტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნდება და კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს. ამის შესახებ კალათბურთელმა კლუბს უკვე აცნობა.[4]
რატი ანდრონიკაშვილი 2019 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წევრია. წარსულში ის ასევე წარმოადგენდა საქართველოს 19 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებსა[2] და საქართველოს 17 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებებს.[5] 2019 წლის ფიბას 18 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ანდრონიკაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 17.4 ქულა, 5.9 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა.[2]
ქართველმა 2023 წლის ფიბას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეპატზე რამდენიმე თამაში ჩაატარა. ანდრონიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო „აკროპოლისის თასზე“ გამართულ შეხვედრებში საბერძნეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების, პოლონეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების წინააღმდეგ. კალათბურთელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე (ევრობასკეტი), რომლის ჯგუფური ეტაპის თამაშების ნაწილი თბილისში ჩატარდება.[6]