![]() | |
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | 五ノ井 里奈 |
დაბ. თარიღი | 29 სექტემბერი, 1999[1] [2] (25 წლის) |
დაბ. ადგილი | Higashimatsushima[3] |
ქვეყანა | იაპონია[4] |
ჯილდოები | 100 ქალი[4] და ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის |
რინა გონოი(五ノ井 里奈, დ. 29 სექტემბერს, 1999, Higashimatsushima, მიაგი — იაპონელი ძიუდოისტი და იაპონიის სახმელეთო თავდაცვის ძალების (JGSDF) ყოფილი ჯარისკაცი. მას სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენეს უფროსმა ოფიცრებმა, ხოლო ზემდგომმა ოფიცრებმა გააუქმეს მისი საჩივრები და იძულებული გახდა დაეტოვებინა ჯარი.[5]
რინა გონოი დაიბადა Higashimatsushima-ში, მიაგის პრეფექტურაში.[6] ძიუდოში ვარჯიში ოთხი წლის ასაკში დაიწყო ძმის ხელმძღვანელობით. მან საკუთარ თავს მიზნად დაუსახა მონაწილეობა მიეღო ოლიმპიურ თამაშებში. 2011 წელს, როდესაც გონა 11 წლის იყო, ის და მისი ოჯახი 2011 წლის მარტის მიწისძვრისა და ცუნამის გამო იძულებით გადაადგილდნენ.[7] გონოი პირველად შეხვდა JGSDF-ის ოფიცრებს, რომლებიც ატარებდნენ ჰუმანიტარულ ოპერაციებს: ისინი ლამაზად იყვნენ ჩაცმული და ეხმარებოდნენ დევნილებს იმპროვიზირებული საცურაო კაბინების მომზადებაში, ემსახურებოდნენ მათ თბილ წყალის, საკვების და სხვა საჭირო ნივთების მიწოდებაში.[8] გონოე განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო ქალი ოფიცრებით და დაინტერესდა JGSDF-ში გაწევრიანებით, რათა ერთ დღეს მასაც შესძლებოდა დახმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს.
გონოი 2020 წელს შეუერთდა JGSDF-ს და გეგმავდა გამოეყენებინა მათი სპორტული ობიექტები ძიუდოში ვარჯიშისთვის და აეხდინა ოცნება — ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა. თუმცა, JGSDF-ში მას ყოველდღიურად ავიწროვებდნენ:[9] მამრობითი სქესის კოლეგები მის სხეულსა და მკერდის ზომაზე სექსუალურ შენიშვნებს აკეთებდნენ, ლოყაზე კოცნიდნენ, ეხვეოდნენ ან ეხუტებოდნენ ზურგიდან მისი თანხმობის გარეშე. ყველაზე საშინელი ინციდენტი 2021 წლის აგვისტოში საწვრთნელ ვარჯიშზე მოხდა, როდესაც სამმა ოფიცრმა — შუტარო სიბუიმ, რიოტო სეკინემ და იუსუკე კიმეზავამ — კარავში გამოიძახა, სადაც ისინი სვამდნენ. ოფიცრები განიხილავდნენ საბრძოლო ხელოვნების ტექნიკა, რომელიც მოწინააღმდეგის დახრჩობასა და მიწაზე გართხმას გულისხმობდა. მათ უბრძანეს გონოის მონაწილეობა მიეღო „დახრჩობის“ დემონსტრირებაში. მათ მიამაგრეს იგი საწოლზე, გაშალეს მისი ფეხები და იმიტაცია გააკეთეს ვითომ სექსი ჰქონდათ ათობით სხვა კოლეგის თვალწინ, რომლებიც უყურებდნენ და იცინოდნენ.[8]
გონოიმ შეატყობინა სექსუალური შევიწროვების შესახებ უფრო მაღალი რანგის ოფიცრებს, მაგრამ მისი პრეტენზიები მაშინვე უარყვეს მტკიცებულებების არარსებობის გამო, რადგან ყველა მამაკაცმა კოლეგამ, ვინც თავდასხმის მოწმე იყო, უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. შემდეგ მან მიმართა JGSDF-ის უმაღლეს ორგანოს, მაგრამ მისი პრეტენზია კვლავ უარყვეს მტკიცებულებების არარსებობის გამო. ამან აიძულა იგი 2022 წლის ივნისში დაეტოვებინა ჯარი.
სამსახურიდან წასვლის შემდეგ ტელეარხებს დაუკავშირდა, მაგრამ მათაც უარი უთხრეს, ბოლოს რინა გონოიმ მის მიმართ განხორციელებული ძალადობა სოციალურ ქსელებში გაასაჯაროვა. მისმა სოციალურმა მედია კამპანიამ აიძულა სამხედრო ხელისუფლება დაიწყო გამოძიება სექსუალური ძალადობის შესახებ JGSDF-ის ყველა ქვედანაყოფში და მისი საქმე ხელახლა გაიხსნა. დადგინდა, რომ გონოი ექვემდებარებოდა ყოველდღიურ ფიზიკურ და სიტყვიერ სექსუალურ შევიწროებას 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ, სახმელეთო თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, იოშიჰიდე იოშიდამ, გონოის ბოდიში მოუხადა. ძალადობაში მონაწილე ხუთი ჯარისკაცი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სხვა ოთხი დაისაჯა.[10][11]
გონოი არ იყო კმაყოფილი სამხედრო ხელისუფლების ბოდიშით, მან აღძრა როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სარჩელი მთავრობისა და თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. 2023 წლის დასაწყისში, როდესაც სასამართლო პროცესი დაიწყო, ერთ-ერთმა სავარაუდო დამნაშავემ აღიარა დანაშაული, ხოლო ოთხმა თავი გამოაცხადა უდანაშაულოოდ.[7] 2023 წლის დეკემბერში, ფუკუშიმას რაიონულმა სასამართლომ სამივეს მიუსაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, პირობითი სასჯელი ოთხი წლით.[12][13] ყველა სასჯელი გასაჩივრების უფლების გარეშე იქნა გამოტანილი.
2023 წლის ნოემბერში გონოი მოხვდა BBC-ის 100 ქალის სიაში.[14]
2024 წლის მარტში მან მიიღო ქალთა საერთაშორისო ჯილდო გამბედაობისთვის.[15]