სალიმა მაზარი | |
---|---|
პუშტუ سلیمه مزاری | |
დაბადების თარიღი | 1980 |
დაბადების ადგილი | ირანი[1] |
მოქალაქეობა | ავღანეთი[1] |
განათლება | თეირანის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | 100 ქალი[1] |
სალიმა მაზარი — ავღანელი პოლიტიკოსი, ბალხის პროვინციის ჩარკინტის რაიონის გუბერნატორი. ავღანეთის სამი გუბერნატორი ქალიდან ერთ-ერთი.[2]
სალიმა მაზარი დაიბადა 1980 წელს ირანში, ავღანეთიდან საბჭოთა ოკუპაციას გაქცეულ ოჯახში.[3] იგი გაიზარდა ირანში, დაასრულა თეირანის უნივერსიტეტი და ავღანეთში დაბრუნებამდე მუშაობდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.[4] 2018 წელს გახდა ბალხის პროვინციის ჩარკინტის რაიონის გუბერნატორი, როგორც გუბერნატორი, მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად.[5]
2021 წელს თალიბანის შეტევის ფონზე მან უარი თქვა გაქცევაზე, როგორც ეს გააკეთა ქვეყნის სხვა რამდენიმე გუბერნატორმა, მისმა რაიონმა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწია თალიბანის რეჟიმს. ქაბულის აღებისა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სრული დაშლის შემდეგ ჩარკინტის რაიონი იყო ერთ-ერთი ის რაიონი, რომელიც თალიბებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ აღებული.[6] 18 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი დააპატიმრეს თალიბებმა.[7][8]