საქართველოს რაგბის კავშირი დაფუძნდა 1991 წლის 27 მაისს. რაგბის საერთაშორისო საბჭოში (IRB) გაერთიანდა 1992 წლის 27 თებერვალს.
2020 წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში არჩეულ კანდიდატს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უარი კავშირის წესდების საფუძველზე უთხრა.[1] რეესტრის განმარტებით, არჩევნები კავშირის ბოლო კრებიდან, გასული წლის 24 თებერვლიდან, 30 დღეში უნდა ჩატარებულიყო. რეალურად კი იგი 10 თვის შემდეგ, 30 დეკემბერს გაიმართა. გარდა ამისა, მათ ირაკლი აბუსერიძეს დამატებითი დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს.[2]
2021 წლის 22 იანვარს ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, სადაც ის არ დაეთანხმა დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას. საჯარო რეესტრმა საბოლოო გადაწყვეტილება აბუსერიძისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 8 თებერვალს მიიღო.[3] გადაწყვეტილებას მორაგბეთა აქციები მოჰყვა.[4] ამის შემდეგ ჩაინიშნა ახალი არჩევნები, სადაც მხოლოდ ერთი კანდიდატი, სოსო ტყემალაძე იღებდა მონაწილეობას.[2] არჩევნების პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.[5]
№ | სახელი | სურათი | თანამდებობა დაიკავა | თანამდებობა დატოვა |
---|---|---|---|---|
1 | ნუგზარ ენდელაძე[6] | 1991 | 1993 | |
2 | მურმან ომანიძე | 1993 | 1995 | |
3 | ბიძინა გეგიძე | 1995 | 2004 | |
4 | მერაბ ანთაძე | 2004 | 2006 | |
5 | გიორგი ნიჟარაძე | 2006 | 24 იანვარი, 2016 | |
6 | გოჩა სვანიძე | 24 იანვარი, 2016[7] | 30 ივლისი, 2020.[8] | |
– | გიორგი გორგასლიძე (მ/შ) | 4 აგვისტო, 2020[9] | 20 აგვისტო, 2020[10] | |
– | თორნიკე გოგებაშვილი (მ/შ) | 20 აგვისტო, 2020[11] | 10 მარტი, 2021 | |
– | ირაკლი აბუსერიძე | 30 დეკემბერი, 2020[12] | (უარი) | |
7 | იოსებ ტყემალაძე | 10 მარტი, 2021[2] | მოქმედი |
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)