სიდრათ ალ-მუნთაჰა (არაბ. سِدْرَة ٱلْمُنْتَهَىٰ) — ისლამური ტრადიციის თანახმად, სიდრის ხე, რომელიც მდებარეობს მეშვიდე ცაზე, ალაჰის ტახტის (არშის) მახლობლად. ყურანში იხსენიება 53-ე, 34-ე და 56-ე სურებში. ისრას და მირაჯის დროს მუჰამადი მთავარანგელოზ ჯიბრაილთან ერთად ამ ხესთან გაჩერდა, სადაც მას ღმერთი ნამაზის შესრულებას ავალებს.[1]