სომალის ომი (2006-2009) | |||||
---|---|---|---|---|---|
სომალის სამოქალაქო ომის, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ და ეთიოპია-სომალის კონფლიქტის ნაწილი | |||||
სომალის ომი. 3 თებერვალი, 2009 | |||||
თარიღი | 20 დეკემბერი, 2006 – 30 იანვარი, 2009 | ||||
მდებარეობა | მოგადიშო, სომალი | ||||
შედეგი | ეთიოპიის/გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარების გამარჯვება | ||||
მხარეები | |||||
| |||||
დანაკარგები | |||||
|
სომალის ომი (2006-2009) — ასევე ცნობილი როგორც ეთიოპიის შეჭრა სომალიში ან ეთიოპიის ინტერვენცია სომალის სამოქალაქო ომში. [4] შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც ძირითადად მონაწილეობდნენ ეთიოპიისა და სომალის გარდამავალი ფედერალური მთავრობის (TFG) ძალები და სომალის ჯარები პუნტლანდიდან. სომალის ისლამური ქოლგის ჯგუფის, ისლამური სასამართლოს კავშირის (ICU) და სომალის კონტროლის მოსურნე სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. ეთიოპიის ქმედებები განპირობებული იყო იმით, რომ ისლამური სასამართლოების კავშირმა 2006 წლის ბოლოს სამხრეთ სომალის უმეტესობაზე კონტროლი მოიპოვა.
ომში ჩართული ძალების დადგენა რთულია მრავალი ფაქტორის გამო: არ არსებობს ოფიციალური ორგანიზაციების ჩანაწერები და მოთხოვნები. გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციით იყო დაფარული. ეთიოპია ომამდე, თვეების განმავლობაში, ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე ასეული მრჩეველი ჰყავდა ქვეყანაში, თუმცა დამოუკიდებელი ანგარიშები სამხედროების რაოდენობის შესახებ გაცილებით მეტ რაოდენობას მიუთითებდნენ. BBC- ის თანახმად, „ გაეროს შეფასებით, ქვეყანაში შეიძლება ყოფილიყო მინიმუმ 9000-ზე მეტი ეთიოპიელი ჯარისკაცი, ხოლო AP ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 12-15000-ს აღწევს. [5]
სომალსა და ეთიოპიას შორის სასაზღვრო დავა ოგადენის რეგიონთან დაკავშირებით თარიღდება 1948 წლით, როდესაც ეს მიწა ეთიოპიას გადაეცა. ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია სომალის უკმაყოფილება, განაახლა ეთიოპიაში შეჭრის განმეორებითი მცდელობები ოგადენზე კონტროლის აღების მიზნით დიდი სომალის შესაქმნელად. ეს გეგმა გააერთიანებდა ეთიოპიის მიერ კონტროლირებად ოგადენის სომალელებს სომალის რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამ ეთნიკურმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ წლების განმავლობაში გამოიწვია საზღვრისპირა შეტაკებები.
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე იყო მნიშვნელოვანი მტკიცებები და ბრალდებები სხვადასხვა მხარის მხრიდან დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ტაქტიკის გამოყენების შესახებ კონფლიქტის მიზეზებისა და მიმდინარეობის ფორმირებისთვის. ეს მოიცავს ჩართული ძალების არსებობის ან რაოდენობის გაყალბების მტკიცებულებებს, მიყენებული ან მიღებული მსხვერპლის რაოდენობის გაზვიადებას ან შემცირებას, მედიასაშუალებებზე გავლენას ან კონტროლს (ან მათ დახურვას) და სხვა საინფორმაციო საშუალებებისა და მედიის იმგვარად მართვას, რომ გავლენა ჰქონოდა სახალხო მხარდაჭერასა და საერთაშორისო აზრზე.
აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნები და საერთაშორისო დამკვირვებლები შიშობდნენ, რომ ეთიოპიის თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს რეგიონული ომი, რომელშიც ერიტრეა ჩაერთვებოდა. ერიტრეას დაძაბული ურთიერთობა აქვს ეთიოპიასთან და ეთიოპია ამტკიცებდა, რომ ერიტრეა იყო ისლამური სასამართლოების კავშირის მხარდამჭერი. ერიტრეის მთავრობამ არაერთხელ უარყო რაიმე ჩარევა, მიუხედავად ეთიოპიის მხრიდან საპირისპირო მტკიცებისა.[9] [10]
ეთიოპიის ჯარები სომალის ტერიტორიაზე 2006 წლის 20 ივლისს შეიჭრნენ [11]
9 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეთიოპიის ჯარებმა დაიკავეს ბურჰაკაბა. ისლამისტები ამტკიცებენ, რომ ქალაქი ეთიოპელების წასვლის შემდეგ დაუბრუნდა მათ კონტროლს. SomaliNet იუწყება, რომ უხუცესებმა სთხოვეს გარდამავალ ფედერალურ მთავრობას წასვლა, რათა თავიდან აეცილებინათ სისხლისღვრა მათ ქალაქში. სტატიაში ნათქვამია, რომ ქალაქში ჩამოსული იყვნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის ჯარები და არა ეთიოპელები.[12]
2006 წლის 8 დეკემბერს, ისლამური სასამართლოების გაერთიანებას თავს დაესხნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები, რომლებსაც მხარს უჭერდნენ ეთიოპიის ჯარები. BBC-ის ცნობით, ისლამური სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარემ შარიფ შეიხ აჰმედმა სომალელებს მოუწოდა „ადგნენ და დაამარცხონ მტრები“. [13] სხვა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ეთიოპიის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი ბანდირადლი. გარდამავალი ფედერალური მთავრობის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სალათ ალი ჯელემ დაადასტურა ბრძოლა, მაგრამ უარყო ეთიოპიის ჯარების მონაწილეობა. ეთიოპიის მთავრობამ უარყო განმეორებით განცხადებებში, რომ მისი ჯარები იბრძოდნენ გარდამავალი ფედერალური მთავრობის მილიციის გვერდით. მოწმეებმა ბანდირადლის მახლობლად მდებარე სოფელ დაგარში თქვეს, რომ მათ დაინახეს ასობით ეთიოპიელი ჯარისკაცი და ტანკი, რომლებიც პოზიციებს იკავებდნენ ქალაქთან ახლოს მილიციელებთან ერთად პუნტლანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნახევრად ავტონომიური რეგიონიდან. [14]
13 დეკემბერს, Reuters-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისლამურმა სასამართლოს გაერთიანებამ განაცხადა, რომ 30,000 ეთიოპიელი ჯარისკაცი მონაწილეობდა სომალის შეჭრაში.[15]
სუსტმა და მყიფე გარდამავალმა ფედერალურმა მთავრობამ, რომელსაც მხოლოდ მცირე მიწის ნაკვეთების გაკონტროლება შეეძლო მოგადიშოს სამხრეთით, მიიღო არაპოპულარული გადაწყვეტილება, მოეწვია ეთიოპია სომალის პოლიტიკაში ჩასარევად. [16]
ბაიდოას ბრძოლა დაიწყო 2006 წლის 20 დეკემბერს, როდესაც გარდამავალი ფედერალური მთავრობის ძალები ეთიოპიის საოკუპაციო ძალებთან ერთად თავს დაესხნენ ისლამური სასამართლოების კავშირს. ძლიერი შეტაკება მოხდა ბაიდოას სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ბანდირადლის ბრძოლა დაიწყო 2006 წლის 23 დეკემბერს, როდესაც პუნტლანდიისა და ეთიოპიის ძალები, ჯგუფის ლიდერ აბდი ქეიბდიდთან ერთად, ებრძოდნენ ისლამური სასამართლოების კავშირის მილიციას, რომლებიც იცავდნენ ბანდირადლის ბრძოლებმა ისლამისტები 25 დეკემბრისთვის აიძულა, გასულიყვნენ ბანდირადლიდან და გადაიწიეს საზღვრის გასწვრივ სამხრეთით ადადოს რაიონში, გალგუდუდის რეგიონში [17] .
24 დეკემბრისთვის, ეთიოპიის უშუალო ჩარევა კონფლიქტში გარდამავალი ფედერალური მთავრობის მხარდასაჭერად დაასტურა ეთიოპიის მთავრობამ.[18]
2006 წლის 26 დეკემბერს, გაეროს წარმომადგენელმა სომალიში მოუწოდა ბრძოლების შეწყვეტისაკენ და გაეროს უშიშროების საბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა განცხადების პროექტი, რომელშიც მოუწოდებდა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და ყველა საერთაშორისო ძალის გაყვანას, რომელშიც ირიცხებოდნენ ეთიოპიის ჯარები. აშშ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა გააპროტესტეს განცხადება და განაცხადეს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები და შეთანხმება აუცილებელია, სანამ ჯარების გაყვანა მოხდებოდა. [19] ისლამური სასამართლობის კავშირის თავმჯდომარემ შარიფ შეიხ აჰმედმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი მილიციელები უკან იხევდნენ და მოუწოდა შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს, ისაუბრონ ეთიოპიის აგრესიის წინააღმდეგ.
2006 წლის 27 დეკემბერს, ისლამური სასამართლოების კავშირის უმაღლესი ლიდერები, მათ შორის შეიხ ჰასან დაჰირ ავეისი, შეიხ შარიფ შეიხი აჰმედი და შეიხი აბდირაჰმან ჯანაკოვი, გადადგნენ 2006 წლის 27 დეკემბერს და ორგანიზაცია დაიშალა. [20]
29 დეკემბერს გარდამავალი ფედერალური მთავრობის და ეთიოპიის ჯარები დაპირისპირების გარეშე შევიდნენ მოგადიშოში .
2007 წლის იანვრის მდგომარეობით, ეთიოპიამ განაცხადა, რომ გავიდოდნენ ქვეყნიდან „რამდენიმე კვირაში“.[21]
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა აირჩია ზომიერი ისლამური ოპოზიციის 200 თანამდებობის პირი, ალიანსი სომალის ხელახალი გაერთიანების ლიდერი შარიფ შეიხ აჰმედი აირჩიეს გარდამავალი ფედერალური მთავრობის პრეზიდენტად 2009 წლის 31 იანვარს. [22] ამის შემდეგ ალ-შაბააბის რადიკალმა ისლამისტებმა დაადანაშაულეს ახალი პრეზიდენტი სეკულარული გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და განაგრძეს სამოქალაქო ომი მას შემდეგ, რაც ის მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლეში ჩავიდა. [23]
2009 წლის იანვარში ეთიოპიის ჯარები საბოლოოდ გამოვიდნენ სომალიდან.
ალ-შაბააბმა უარყო ყოველგვარი სამშვიდობო შეთანხმება და განაგრძო ტერიტორიების დაპკავება ბაიდოას ჩათვლით. კიდევ ერთმა ისლამურმა ჯგუფმა, აჰლუ სუნა ვალჯამ, რომელიც ეთიოპიის მიერ მხარდაჭერილი გარდამავალი ფედერალური მთავრობის მოკავშირეა, განაგრძო ალ-შაბააბის წინააღმდეგ შეტევა და ქალაქების დაპყრობა. [24] [25] [26]