სომხეთის რესპუბლიკის არმია Հայաստանի Հանրապետության բանակ | |
---|---|
აქტიური | |
ქვეყანა | სომხეთი |
შემადგენლობა | 45 850 (მათ შორის 19 950 პროფესიონალი და 25 900 წვევამდელი)[1] |
ტიპი | არმია |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
არკადი ტერ-ტატევოსიანი |
სომხეთის არმია (სომხ. Հայկական բանակ) — სომხეთის შეიარაღებული ძალების უდიდესი ნაწილი, რომელიც შედგება სახმელეთო ძალებისაგან და პასუხისმგებელია ქვეყნის სახმელეთო ოპერაციებზე. შეიქმნა 1992 წლის 28 იანვარს სომხეთის შეიარაღებული ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად ქვეყნის მიერ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.[2] არმიის პირველი მეთაური იყო საბჭოთა კავშირის სახმელეთო ძალების ძირითადი შტაბის გენერალ-პოლკოვნიკის ყოფილი მოადგილე ნორატ ტერ-გრიგორიანცი.[3]
სომხეთის არმიის აღწერისას აღსანიშნავია, რომ მან განვითარების სამი საფეხური გაიარა.[4] მათგან პირველი დაიწყო 1988 წლის თებერვალში, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დაწყებისას, როდესაც ჩამოყალიბდა სომხური სამხედრო ფორმირებები აზერბაიჯანულ ერთეულებთან საბრძოლველად ყარაბაღში. არმიის განვითრების მეორე საფეხური დაიწყო 1992 წელს, საბჭოთა კავშირისაგან სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტერ-გრიგორიანცი და სამოქალაქო ოფიციალური პირები სომხეთის თავდაცვის სამინისტროში ვაზგენ მანუკიანისა და ვაზგენ სარქისიანის ჩათვლით ცდილობდნენ ჩამოეყალიბებინათ „მცირე, კარგად დაბალანსებული, საბრძოლველად მზადმყოფი თავდაცვითი ძალა“.[5] მესამე ეტაპი დაიწყო ომის დამთავრების შემდეგ და დღემდე გრძელდება.
სომხური არმიის შტაბის ოფიცრების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა სამხედრო ძალების წევრი იყო. დაახლოებით 5 000 სომეხი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში სამხედრო ძალებში მაღალი რანგის ოფიცრად მსახურობდა.[6] თითქმის მაშინვე, რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომში აღმოჩნდა ჩართული. არმიის ფორმირებისას დაგეგმილი 30 000 კაციანი შემადგენლობა 1994 წლის დასაწყისისათვის 50 000-მდე გაიზარდა. ომის მსვლელობისას სომხური არმია აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის საწინააღმდეგოდ სრულ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფებოდა სიუნიქის პროვინციაში. 1992 წელს რეგიონიდან განხორციელებულმა საარტილერიო დაბომბვამ ორ მხარეს შორის შეტაკებები გამოიწვია სომხური არმიის ნახიჩევანის რამდენიმე სოფელში შეჭრის ჩათვლით. 1994 წლიდან არმია მთიანი ყარაბაღის თავდაცვით არმიასთან ერთად მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დაცვაში აქტიურ როლს ასრულებს.[7]
სომხურ არმიას დასავლეთთან რამდენიმე საერთაშორისო მისიაში უთანამშრომლია. 2004 წლის 12 თებერვალს სომხეთმა ოცეულის ზომის დანაყოფი გაგზავნა კოსოვოში, როგორც ბერძნული სამშვიდობო ბატალიონის ნაწილი. დანაყოფი, ცნობილი, როგორც სომხეთის სამშვიდობო ძალები, იმართება „REGAS FEREOS“-ს ბანაკიდან როგორც აღმოსავლეთის მრავალეროვანი სამუშაო ძალების ნაწილი და ევალება სამანქანო გამშვები პუნქტების შენარჩუნება, ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა, ასევე, იმსახუროს, როგორც სწრაფი რეაგირების ძალებმა და აკონტროლონ ბრბო და ამბოხი.[8] 2008 წელს კოსოვოს ძალების დანაყოფი გაფართოვდა. მას დაემატა მეორე ოცეული და კომპანიის თანამშრომლები, რის შედეგადაც სომხეთის კონტინგენტს 85-კაციანი პერსონალი შემატა.[9]
2004 წლის შემოდგომაზე სომხეთის მთავრობამ მოიწონა არმიიდან ინჟინრებისა და ექიმებისაგან შემდეგარი 46-კაციანი კონტინგენტის, როგორც ერაყში განთავსებული მულტინაციონალური ძალების ნაწილის ერაყში გაგზავნა პოლონური ხელმძღვანელობის ქვეშ. 2006 წლის 10 ნოემბერს უფროსი ლეიტენანტი გიორგი ნალბანდიანი ერაყში ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა, თუმცა გადარჩა მას შემდეგ, რაც ქირურგიული ჩარევისათვის გერმანიაში, ლანდშტულის ჰოსპიტალში (რამშტაინის საავიაციო ბაზის მახლობლად) გადაიყვანეს.[10] 2008 წლის 6 ოქტომბერს უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის გამო კონტინგენტის სამუშაო მისია დასრულდა.[11]
2009 წლის ივლისში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სერიან ოჰანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების დასახმარებლად წლის დასასრულისთვის ავღანეთში სამხედროებს გაგზავნიდა. მას არ აღუნიშნავს თუ რა ზომის ძალას გულისხმობდა, თუმცა განმარტა, რომ კონტინგენტი, სავარაუდოდ, შეიარაღების ექსპერტებისა და კომუნიკაციის ოფიცრებისაგან იქნებოდა დაკომპლექტებული. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ჯგუფში მედიცინის სპეციალისტები და თარჯიმნებიც იქნებოდნენ. ოჰანიანმა ისიც დასძინა, რომ სომეხმა ოფიცრებმა, რომლებიც ავღანეთის ომში საბჭოთა სამხედრო ძალებში მსახურობდნენ, გამოთქვეს სურვილი დაბრუნებულიყვნენ ავღანეთში, როგორც ახალი ძალების წევრები.[12] 2009 წლის ნოემბერში ნატომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 კაციანი სომხური კონტინგენტი ISAF-ის ძალებს 2010 წლის დასაწყისისათვის შეუერთდებოდა.[13] ეს რიცხვი დეკემბრის დასაწყისში 40-მდე გაიზარდა, მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კონტინგენტის განლაგებას. სომეხი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში 2010 წლის თებერვალში ჩავიდნენ, სადაც, გერმანული ხელმძღვანელობის ქვეშ, მათ ყუნდუზის რეგიონული აეროპორტის დაცვა დაევალათ.[14] ამჟამად ავღანეთში 126 სომეხი ჯარისკაცი იმყოფება.<[1]
სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში სომხეთს 1 500-ზე მეტი ოფიცერი ჰყავს გაგზავნილი საწვრთნელად საბერძნეთსა და რუსეთში.[4] 2004 წელს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, დააფუძნა ერთობლივი პარტნიორობა კანზასის ეროვნულ გვარდიასთან ცოდნის გაცვლისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო საქმეებში თანამშრომლობისათვის.
სომხური სამხედრო სპეციალური ძალები მოიცავს სტანდარტული არმიის სპეცდანიშნულების პოლკსა და 3+ სადაზვერვო ბატალიონს (გარდა მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი არმიის სპეციალური ძალებისა და ეროვნული თავდაცვითი ძალებისა, ორივე მთგანი მჭიდროდაა ინტეგრირებული სომხეთის შეიარაღებულ ძალებში). აღნიშნული ჯგუფების ოპერციათა ისტორია მთლიანად ცნობილი არაა. ოპერაციები, რომლებიც ცნობილია და სტანდარტულ მოვალეობებს სცილდება, როგორიცაა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება მოიცავს:
ორივე რესპუბლიკის სპეციალურ ძალებს ეძლევათ სწრაფი თავდასხმის მანქანები გარკვეული ოპერაციებისა და სავარჯიშოების ჩასატარებლად.
იარაღი | კალიბრი | წარმომავლობა | კომენტარი |
---|---|---|---|
ფისტოლეტები და ავტომატები | |||
Makarov PM | 9x18 მმ | სსრკ | საბრძოლო ფისტოლეტი |
საიერიშო შაშხანები, საბრძოლო საბრძოლო შაშხანები და კარაბინები | |||
AK-74 | 5,45×39 მმ | სსრკ | საბრძოლო შაშხანა |
AK-74M | 5,45×39 მმ | სსრკ | ძირითადად გამოიყენება სპეციალური ძალების მიერ |
AKS-74U | 5,45×39 მმ | სსრკ | გამოიყენება სპეციალური ძალების, პოლიციისა და სამანქანო ეკიპაჟის მიერ. უმეტესად გამოიყენება ურბანულ/ახლო კვარტალში საბრძოლველად და კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის. |
AKM | 7,62×39 მმ | სსრკ | გამოიყენება ყველა სახის ნაწილის მიერ, უმეტესად, ურბანულ/ახლო კვარტალში საბრძოლველად და კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის. |
AK-105 | 5,45×39 მმ | რუსეთი | ძირითადად გამოიყენება სასაზღვრო ძალებისა და სპეციალური ძალების მიერ |
სნაიპერული შაშხანები | |||
Dragunov SVD | 7,62×54 მმ | სსრკ | ძირითადი საბრძოლო სნაიპერული შაშხანა |
Sv-98 | .338 Lapua Magnum | რუსეთი | გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ |
Accuracy International AWM[20] | .338 Lapua Magnum | გაერთიანებული სამეფო | გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ (შესაძლოა შეძენილი იყოს რუსეთისაგან ან საბერძნეთისაგან). |
Zastava M93 Black Arrow | 12,7×108 მმ | სერბეთი | ჯავშანსაწინააღმდეგო სნაიპერული შაშხანა. გამოიყენება სნაიპერებისა და სპეციალური ძალების მიერ. |
ტყვიამფრქვევები | |||
RPK-74 | 5,45×39 მმ | სსრკ | |
PK machine gun | 7,62×54 მმ | სსრკ | |
DShK | 12.7×108 მმ | სსრკ | |
NSV machine gun | 12.7×108 მმ | სსრკ | |
Kord machine gun[21] | 12.7×108 მმ | რუსეთი | |
ყუმბარმტყორცნები | |||
AGS-17 | 30 x 29 ყუმბარა | სსრკ | |
AGS-30 | 30 x 29 ყუმბარა | რუსეთი | |
ტანკსაწინააღმდეგო სისტემები | |||
RPG-7 | 85 მმ | სსრკ | |
SPG-9 | 73 მმ | სსრკ | |
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები | |||
9M113 Konkurs[22] | 135 მმ | სსრკ | |
9K114 Shturm[22] | 130 მმ | სსრკ | |
MILAN[23] | 103 მმ | თარგი:France-Germany- | |
პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემები | |||
Strela 2 | 72 მმ | სსრკ | |
ნაღმმტყორცნები | |||
Soltam K6[22] | 120 მმ | ისრაელი | 19 მოხმარებაში |
სომხური არმიის სამხედრო შეიარაღება 2008-2014 წლების მდგომარეობით
სახელი | წარმომავლობა | ტიპი | რაოდენობა | ფოტო | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|---|---|
შეჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები | ||||||
T-90 | რუსეთი | ძირითადი საბრძოლო ტანკი | 1 | გაიმარჯვა სატანკო ბიატლონში | ||
Т-80[24] | სსრკ | ძირითადი საბრძოლო ტანკი | 20 | |||
T-72 | სსრკ | ძირითადი საბრძოლო ტანკი | 200[25] | ზოგიერთი T-72BA/3s გამოიყენება Kontakt-5 ERA-სთან ერთად. მიჩნეულია, რომ კიდევ მეტი T-72 ერთეული გამოიყენება მთიანი ყარაბაღის თავდაცვით არმიაში. სომხეთმა, ასევე, მიიღო 35 T-72s რუსეთისაგან[26] | ||
T-55 | სსრკ | ძირითადი საბრძოლო ტანკი | 8 | 3 Т-54 და 5 Т-55 | ||
БМП-2 | რუსეთი | ქვეითთა საბრძოლო მანქანა | 50-100 | 50-100 ერთეული მოდერნიზდა/გარემონტდა რუსეთის მიერ 2012-2013 წლებში.[27] შესაძლოა უფრო მეტი არსებობდეს საცავში [28] | ||
БМП-1 | სსრკ | ქვეითთა საბრძოლო მანქანა | 80 | |||
BMP-1K | სსრკ | ქვეითთა საბრძოლო მანქანა | 7 | საბრძანებო ვარიანტი | ||
BRM-1K | სსრკ | ქვეითთა საბრძოლო მანქანა | 12 | საბრძანებო ვარიანტი | ||
БМД-1 | სსრკ | ქვეითთა საბრძოლო მანქანა | 10 | |||
БРДМ-2 | სსრკ | Scout car | 120 | ტანკსაწინააღმდეგო ვარიანტის ჩათვლით | ||
BTR-80 | სსრკ | ჯავშანტრანსპორტიორი | 160 | შესაძლოა უფრო მეტი არსებობდეს საცავში[28][29] | ||
БТР-70 | სსრკ | ჯავშანტრანსპორტიორი | 40+ | განახლებული ახალი ძრავებითა და 30 მმ-იანი ცეცხლსასროლი იარაღით | ||
БТР-60 | სსრკ | ჯავშანტრანსპორტიორი | 100+ | |||
БТР-152 | სსრკ | ჯავშანტრანსპორტიორი | ||||
МТ-ЛБ | სსრკ | ჯავშანტრანსპორტიორი | 145 | შემდეგი ვარიანტების ჩათვლით:
| ||
ГАЗ-2330[30] | რუსეთი | ჯავშანტრანსპორტიორი | N/A |
ჯავშანი
ჰაერსაწინააღმდეგო[1]
არტილერია
რადარები
|